Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ვფიქრობდი - შემიძლია რომ შევიყვარო?“ - ირაკლი მაქაცარია ლიზა ჩიჩუაზე საუბრობს

© courtesy of Irakli Makatsariaლიზა ჩიჩუა და ირაკლი მაქაცარია
ლიზა ჩიჩუა და ირაკლი მაქაცარია - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2022
გამოწერა
ირაკლი მაქაცარია ლიზა ჩიჩუაზე საუბრობს.
ტელეწამყვანი ირაკლი მაქაცარია იხსენებს, სად და როგორ გაიცნო თავისი საცოლე ლიზა ჩიჩუა. როგორც მაქაცარიამ ტელეკომპანია PosTV-ს ეთერში აღნიშნა, სანამ ლიზას გაიცნობდა, არ ეგონა ასეთი სიყვარული თუ შეეძლო.

„ყოველთვის ვფიქრობდი, ლიზასაც ვეუბნები ხოლმე, რომ მანამ, სანამ ჩვენ ურთიერთობას დავიწყებდით, სულ ვფიქრობდი ხოლმე, ვინ უნდა გამოჩნდეს, რა უნდა შეიცვალოს ჩემში-მეთქი. სანამ რეალურად არ აღიქვამ და ვერ გრძნობ იმ ემოციას, სურვილს, რომ ყურადღებიანი იყო, მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთო იმ ადამიანისთვის და შეუძლებელიც გინდა რომ გააკეთო, ვერაფერს იტყვი. სულ ასე ვიყავი, უიმედოდაც ვიყავი. ცოტა პესიმისტური ნათქვამია, მაგრამ როცა ამ ყველაფერზე ვფიქრობდი, კითხვის ნიშანი მქონდა, ვფიქრობდი, შემიძლია რომ შევიყვარო?“ – იხსენებს ირაკლი მაქაცარია.

მისი თქმით, ლიზას შესახებ ადრეც იცოდა, თუმცა წყვილმა ერთმანეთი ბათუმში გაიცნო.

„შორიდან დავინახე და მივხვდი, რომ ის იყო. რომ გაიღიმა, ცა განათდა. მართლა განსაკუთრებული შეგრძნებაა და ძალიან მიხარია, რომ ასეთი ადამიანი მყავს გვერდით”, – აღნიშნა ირაკლი მაქაცარიამ.

ირაკლიმ რამდენიმე კვირის წინ გოგონას ხელი საჯაროდ სთხოვა და გრანდიოზული სიუპრიზიც მოუწყო. ჯერჯერობით უცნობია როდის გეგმავენ ისინი ქორწილს.
ყველა ახალი ამბავი
0