https://sputnik-georgia.com/20220530/fulis-gatetrebasi-damnasaved-cnobil-pirs-23-mln-lari-camoertva-266986021.html
ფულის გათეთრებაში დამნაშავედ ცნობილ პირს 23 მლნ ლარი ჩამოერთვა
ფულის გათეთრებაში დამნაშავედ ცნობილ პირს 23 მლნ ლარი ჩამოერთვა
Sputnik საქართველო
სისხლის სამართლის საქმეზე ფულის გათეთრების შედეგად 23 მლნ ლარის ოდენობით დანაშაულებრივი თანხის კონფისკაციის ფაქტი უპრეცედენტო შემთხვევაა საგამოძიებო ორგანოების... 30.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-30T17:06+0400
2022-05-30T17:06+0400
2022-05-30T22:19+0400
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0f/262068818_0:167:1280:887_1920x0_80_0_0_a8653c6ec1b082666cf0d3eed96454d1.jpg
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაციის ფაქტზე მსჯავრდებულ პირს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 23 მლნ ლარი ჩამოერთვა. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.უწყების ცნობით, გამოძიების დაწყების საფუძველი ეროვნული ბანკის მიერ ერთ-ერთ კომერციულ ბანკში ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე ჩატარებული კომპლექსური შემოწმების აქტი გახდა.გამოძიების მიხედვით, მსჯავრდებულმა და მასთან დაკავშირებულმა იურიდიულმა და ფიზიკურმა პირებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი თანხებისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით ერთ-ერთ საბანკო დაწესებულებაში ანგარიშები გახსნეს. ფიქტიური დანიშნულებებით და ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე აღნიშნულ ანგარიშებზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი თანხები ირიცხებოდა.უწყების ინფორმაციით, გათეთრებული თანხების დიდი ნაწილი საბანკო გადარიცხვებით კვლავ საზღვარგარეთ ბრუნდებოდა.საქმეზე გამოძიების დაწყებისთანავე იურიდიული პირების საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო, რითაც მსჯავრდებულს არ მიეცა ანგარიშებზე არსებული 8 მლნ აშშ დოლარის განკარგვის შესაძლებლობა.სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულს სრულად ჩამოერთვა იურიდიული პირების საბანკო ანგარიშებზე არსებული 8 მლნ აშშ დოლარი (23 მლნ ლარის ეკვივალენტი). ასევე ჯარიმის სახით დაეკისრა 300 ათასი ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენის და მხილების მიზნით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0f/262068818_166:163:1228:960_1920x0_80_0_0_4a0b56cd3d5aae206a56c68dc5467ac0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
ფულის გათეთრებაში დამნაშავედ ცნობილ პირს 23 მლნ ლარი ჩამოერთვა
17:06 30.05.2022 (განახლებულია: 22:19 30.05.2022) სისხლის სამართლის საქმეზე ფულის გათეთრების შედეგად 23 მლნ ლარის ოდენობით დანაშაულებრივი თანხის კონფისკაციის ფაქტი უპრეცედენტო შემთხვევაა საგამოძიებო ორგანოების პრაქტიკაში.
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაციის ფაქტზე მსჯავრდებულ პირს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 23 მლნ ლარი ჩამოერთვა. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
უწყების ცნობით, გამოძიების დაწყების საფუძველი ეროვნული ბანკის მიერ ერთ-ერთ კომერციულ ბანკში ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე ჩატარებული კომპლექსური შემოწმების აქტი გახდა.
გამოძიების მიხედვით, მსჯავრდებულმა და მასთან დაკავშირებულმა იურიდიულმა და ფიზიკურმა პირებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი თანხებისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით ერთ-ერთ საბანკო დაწესებულებაში ანგარიშები გახსნეს. ფიქტიური დანიშნულებებით და ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე აღნიშნულ ანგარიშებზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი თანხები ირიცხებოდა.
„შემდგომში კი ქონების უკანონო, დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის მიზნით ახორციელებდნენ ფულადი სახსრების დაყოფას და შერევას მათ ფაქტობრივ დაქვემდებარებაში არსებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საბანკო ანგარიშებზე", – ნათქვამია განცხადებაში.
უწყების
ინფორმაციით, გათეთრებული თანხების დიდი ნაწილი საბანკო გადარიცხვებით კვლავ საზღვარგარეთ ბრუნდებოდა.
საქმეზე გამოძიების დაწყებისთანავე იურიდიული პირების საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო, რითაც მსჯავრდებულს არ მიეცა ანგარიშებზე არსებული 8 მლნ აშშ დოლარის განკარგვის შესაძლებლობა.
სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულს სრულად ჩამოერთვა იურიდიული პირების საბანკო ანგარიშებზე არსებული 8 მლნ აშშ დოლარი (23 მლნ ლარის ეკვივალენტი). ასევე ჯარიმის სახით დაეკისრა 300 ათასი ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენის და მხილების მიზნით.