დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 30 მაისი

© Pixabay / fillნახევარმთვარე
ნახევარმთვარე - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 30 მაისია, ორშაბათი. ახალმთვარეობა ტყუპის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.
წარმატებას მიაღწევს ის, ვინც ინიციატივას გამოიჩენს და გატკეპნილ გზას არ გაჰყვება. შესაძლებელია უთანხმოებები, ცხარე კამათი კოლეგებთან და ხელმძღვანელობასთან, მაგრამ საერთო ინტერესებისა და მიზნების მქონე ადამიანები შეჯერდებიან.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 29 მაისი>>
ვერძი: ყურადღება სამუშაოზე გაამახვილეთ. გექნებათ პროფესიული წარმატებების მიღწევის შანსი. შესაძლოა, მალე საინტერესო საქმიანი წინადადება მიიღოთ. მოაწესრიგეთ საქმეები აუჩქარებლად, გამოასწორეთ ადრე დაშვებული შეცდომები. კარგად გადაწყდება ფინანსური საკითხები.
ნახევარმთვარე - Sputnik საქართველო, 1920, 08.07.2020
როგორ მოქმედებებს ახალმთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე
კურო: როგორც არ უნდა დაიწყოს დღე, ეცადეთ, წონასწორობა არ დაკარგოთ. შესაძლებელია მოულოდნელი, უცნაური მოვლენები. თუ არ განერვიულდებით, სწრაფად გაერკვევით ყველაფერში. მოგვიანებით გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა და სასიხარულო მოვლენები არ დააყოვნებს.
ტყუპი: დილით მოერიდეთ სერიოზულ საუბრებს. ამ დროს რთული იქნება გონების მოკრება, საჭირო სიტყვების პოვნა. სამაგიეროდ, კარგი დროა დაწყებული საქმეების დასამთავრებლად. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა ფინანსური საკითხების გადასაწყვეტად. აქ ინტუიცია დაგეხმარებათ.
კირჩხიბი: სწრაფად უნდა იმოქმედოთ. ბევრ რამეს შესანიშნავად გაართმევთ თავს. თქვენს გამარჯვებებს მიაქცევენ ყურადღებას და ცოტა ხანში საინტერესო წინადადებებიც შეიძლება მიიღოთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების გადასაჭრელად. არაა გამორიცხული თანხის მიღება.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2018
ზოდიაქოს ნიშნები – ენერგეტიკული ვამპირები და დონორები
ლომი: ეცადეთ არ ეკამათოთ მათ, ვინც არ გეთანხმებათ – აქედან არაფერი გამოვა, თქვენ კი ენერგიას ფუჭად დახარჯავთ. გააკეთეთ ისეთი საქმე, რომელიც მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული და არა გარშემომყოფებზე. დღის მეორე ნახევარი სიურპრიზებს გპირდებათ, მათ შორის – რომანტიკულს.
ქალწული: მშფოთვარე, მაგრამ საკმაოდ წარმატებული დღე გელოდებათ. დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია მცირე სირთულეები, მაგრამ პოზიტიური ტენდენციები მალე გაძლიერდება და ყველაფერი სწრაფად მოგვარდება. დღის მეორე ნახევარში მოგიწევთ საოჯახო ყოფითი პრობლემების მოგვარება.
სასწორი: დილა მნიშვნელოვან შეხვედრებს დაუთმეთ. ადვილად მოახდენთ სათანადო შთაბეჭდილებას ადამიანებზე. ზოგიერთი თქვენგანის წინაშე დიდი პროფესიული პერსპექტივები გამოჩნდება. იღბლიანი იქნება დღის მეორე ნახევარიც, მაგრამ ამ დროს დამოუკიდებლად მოქმედება აჯობებს.
პარანალის ობსერვატორიიდან გადაღებული „პლანეტების პაემანი“: მთვარე იუპიტერსა და ვენერას შორის - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2018
ზოდიაქოს ყველაზე თავისუფლებისმოყვარე და დამოუკიდებელი ნიშნები
მორიელი: არ იჩქაროთ. კარგი დღეა საქმეების მოსაწესრიგებლად, იმის გასაკეთებლად, რისთვისაც დრო არ გყოფნიდათ. ეცადეთ, არ გარისკოთ არც საკუთარი და არც სხვისი სახსრებით; უარი თქვით საეჭვო გარიგებებზე. დასვენებისთვის დრო მოიტოვეთ. მნიშვნელოვანია, რომ არ გადაიღალოთ.
მშვილდოსანი: ბევრს მიაღწევთ, თუ იმას გააკეთებთ, რაც ყველაზე მეტად გაინტერესებთ. შესაფერისი დღეა საქმიანი ურთიერთობებისთვის. კარგად ჩაივლის მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები, შეხვედრები პოტენციურ პარტნიორებთან. პოზიტიური ტენდენციების გავლენა საგრძნობი იქნება პირად ურთიერთობებშიც.
თხის რქა: ბევრი საკითხი იმაზე სწრაფად და მარტივად გადაწყდება, ვიდრე ელოდებოდით. ეს იმის დამსახურებით მოხდება, რომ ბევრ რამეს სხვა კუთხით შეხედავთ, დაინახავთ შესაძლებლობებს. კარგად გაუმკლავდებით საქმიანი საკითხების გადაჭრას. ხელსაყრელი დღეა ფინანსური თვალსაზრისით.
საჰაერო ბურთები ცაში - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2020
ზოდიაქოს ხუთი ყველაზე კაშკაშა ნიშანი, რომელთა შეყვარება ძალიან ადვილია
მერწყული: მოსალოდნელზე მეტი საქმე გამოგიჩნდებათ. სჯობს, დღე ყველაზე მნიშვნელოვანით დაიწყოთ. ასე განცდებსა და მღელვარებას აირიდებთ თავიდან. გექნებათ ლიდერის თვისებების გამოვლენის საშუალება. შეძლებთ ახლობლებთან სერიოზულ თემებზე მშვიდად მსჯელობას.
თევზები: სავარაუდოდ, დილით უთანხმოებებს თავს ვერ აარიდებთ. სწორად შეიძლება ძველმა ნაცნობებმაც ვერ გაგიგონ. შეძლებთ მეგობრული განწყობის შენარჩუნებას, არავის აწყენინებთ, ყველაზე მგრძნობიარე და ემოციურ ადამიანებსაც კი. ბევრი საქმის გამო, შესაძლოა, გეგმების კორექტირება დაგჭირდეთ.
ყველა ახალი ამბავი
0