https://sputnik-georgia.com/20220530/cercvaze-axali-infeqciebi-yoveltvis-gacndeba-266993554.html
ცერცვაძე: „ახალი ინფექციები ყოველთვის გაჩნდება"
ცერცვაძე: „ახალი ინფექციები ყოველთვის გაჩნდება"
Sputnik საქართველო
ხალხი პანიკაში არ უნდა ჩავარდეს, არამედ შეეგუოს და ისწავლოს ამასთან ერთად ცხოვრება, ამბობს ქვეყნის წამყვანი ინფექციონისტი
2022-05-30T19:15+0400
2022-05-30T19:15+0400
2022-05-30T23:14+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
ჯანდაცვა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24793/94/247939413_0:42:3000:1730_1920x0_80_0_0_97a5d4ee56ffa783e5ee1fab30b0daef.jpg
თბილისი, 30 მაისი – Sputnik. ინფექციების გაჩენა ბუნების კანონზომიერებაა და ამიტომ მსოფლიოში ყოველთვის წარმოიქმნება ახალი ვირუსები, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ.სპეციალისტის თქმით, ადამიანებმა პანიკის და მწვავე რეაქციების გარეშე უნდა ისწავლონ ყველა ამ ინფექციის მართვა.კორონავირუსის შემდეგ მსოფლიომ ახალ აფეთქებაზე დაიწყო საუბარი – მაიმუნის ყვავილზე. თუმცა ვირუსი, განსხვავებით COVID-19-სგან, ახალი არ არის, მისი პირველი შემთხვევა ჯერ კიდევ 1970 წელს კონგოში გამოვლინდა.სპეციალისტებს ის ფაქტი აშფოთებთ, რომ თუ ადრე ინფექცია მხოლოდ აფრიკაში გვხვდებოდა, ამჯერად მან აშშ-ის, კანადის, ევროპის ქვეყნებისა და ისრაელის ტერიტორიაზე შეაღწია. ერთეული შემთხვევები აფრიკის ფარგლებს გარეთ ადრეც გვხვდებოდა, მაგრამ ყველა მათგანი უკავშირდებოდა ან ინფექციის „სამშობლოში“ მოგზაურობას, ან იქიდან ცხოველების იმპორტს.მაიმუნის ყვავილის გადამტანად გვევლინებიან მღრღნელები და პრიმატები. ადამიანებს შორის ინფექცია ვრცელდება რესპირატორული გზით, ინფიცირებულ საგნებთან შეხებით ან ბიოლოგიურ სითხეებთან (ცრემლი, სისხლი, ოფლი, ნერწყვი) კონტაქტით.საქართველოში ამ ვირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ თანამედროვე პირობებში ყვავილის შეჩერება რთული არ არის, რადგან ის არ არის ისეთი გადამდები, როგორიც იყო კორონავირუსი.საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა უკვე შეიძინა სპეციალური PCR–ტესტები, რომელთა დახმარებითაც ამ ვირუსის გამოვლენაა შესაძლებელი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24793/94/247939413_319:0:2682:1772_1920x0_80_0_0_6c5c305b004d71cf82dbc2580602c90a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თენგიზ ცერცვაძე ინფექციები მაიმუნი ყვავილი
თენგიზ ცერცვაძე ინფექციები მაიმუნი ყვავილი
ცერცვაძე: „ახალი ინფექციები ყოველთვის გაჩნდება"
19:15 30.05.2022 (განახლებულია: 23:14 30.05.2022) ხალხი პანიკაში არ უნდა ჩავარდეს, არამედ შეეგუოს და ისწავლოს ამასთან ერთად ცხოვრება, ამბობს ქვეყნის წამყვანი ინფექციონისტი.
თბილისი, 30 მაისი – Sputnik. ინფექციების გაჩენა ბუნების კანონზომიერებაა და ამიტომ მსოფლიოში ყოველთვის წარმოიქმნება ახალი ვირუსები, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ.
სპეციალისტის თქმით, ადამიანებმა პანიკის და მწვავე რეაქციების გარეშე უნდა ისწავლონ ყველა ამ ინფექციის მართვა.
„მსოფლიო და მედიცინის ისტორიაში მუდამ ჩნდებოდა, ჩნდება და გაჩნდება ახლად წარმოქმნილი ინფექციები. უნდა შევეგუოთ, რომ ეს სულ ასე იქნება, ეს არის ბუნების, ვირუსებისა და ბაქტერიების კანონზომიერება“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
კორონავირუსის შემდეგ მსოფლიომ ახალ აფეთქებაზე დაიწყო საუბარი – მაიმუნის ყვავილზე. თუმცა ვირუსი, განსხვავებით COVID-19-სგან, ახალი არ არის, მისი პირველი შემთხვევა ჯერ კიდევ 1970 წელს კონგოში გამოვლინდა.
სპეციალისტებს ის ფაქტი აშფოთებთ, რომ თუ ადრე ინფექცია მხოლოდ აფრიკაში გვხვდებოდა, ამჯერად მან აშშ-ის, კანადის, ევროპის ქვეყნებისა და ისრაელის ტერიტორიაზე შეაღწია. ერთეული შემთხვევები აფრიკის ფარგლებს გარეთ ადრეც გვხვდებოდა, მაგრამ ყველა მათგანი უკავშირდებოდა ან ინფექციის „სამშობლოში“ მოგზაურობას, ან იქიდან ცხოველების იმპორტს.
მაიმუნის ყვავილის გადამტანად გვევლინებიან მღრღნელები და პრიმატები. ადამიანებს შორის ინფექცია ვრცელდება რესპირატორული გზით, ინფიცირებულ საგნებთან შეხებით ან ბიოლოგიურ სითხეებთან (ცრემლი, სისხლი, ოფლი, ნერწყვი) კონტაქტით.
საქართველოში ამ ვირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ თანამედროვე პირობებში ყვავილის შეჩერება რთული არ არის, რადგან ის არ არის ისეთი გადამდები, როგორიც იყო კორონავირუსი.
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა უკვე შეიძინა სპეციალური PCR–ტესტები, რომელთა დახმარებითაც ამ ვირუსის გამოვლენაა შესაძლებელი.