ბავშვთა დაცვის დღე თბილისში: მერიის გასართობი ღონისძიებების პროგრამა

© photo: Sputnik / Stringerბავშვთა დაცვის დღე
ბავშვთა დაცვის დღე - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2022
გამოწერა
დღესასწაულზე ბავშვებს ელოდება უამრავი კონცერტი, სახალისო მასტერ-კლასი და მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა.
თბილისი, 30 მაისი – Sputnik. თბილისის მერია ბავშვთა დაცვის დღეს, რომელიც მსოფლიოში ყოველწლიურად 1 ივნისს აღინიშნება, უამრავ კულტურულ და გასართობ ღონისძიებას გამართავს ერთდროულად რამდენიმე მუნიციპალურ პარკში. დღესასწაული 6 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახური, ასევე საბურთალოს, ვაკისა და ნაძალადევის გამგეობები ერთობლივად აწყობენ ბავშვთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დედაქალაქის სამ დიდ პარკში – ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკში, „მზიურის“ პარკში, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში (ე.წ. კიკვიძის პარკში).
© photo : press-service of the Tbilisi City Hallბავშვთა დაცვის დღე
День защиты детей - как его празднуют в столице Грузии - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2022
ბავშვთა დაცვის დღე
ღონისძიებების ფარგლებში მოეწყობა საბავშვო სტუდიების კონცერტები, მთელი დღის განმავლობაში ბავშვებისთვის სხვადასხვა გასართობი ღონისძიებაა დაგეგმილი. ბავშვებს უფასოდ დაურიგდება ტკბილეული, მათ განწყობაზე კი ზღაპრის გმირების სამოსში გამოწყობილი ანიმატორები იზრუნებენ.
გარდა ამისა, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში გაიხსნება გოგი თოდაძის სახელობის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრის საერთაშორისო ფესტივალი, რომელშიც ქართული და უცხოური საბავშვო და ახალგაზრდული თეატრალური დასები მიიღებენ მონაწილეობას. ფესტივალი 1-6 ივნისს ჩატარდება. 4 ივნისს კი თბილისის ცირკში საბავშვო ფესტივალი გაიმართება. ყველა ღონისძიებაზე დასწრება უფასოა.

გასართობი ღონისძიებების დეტალური პროგრამა :

© facebook.com/CityHallofTbilisiბავშვთა დაცვის დღე
День защиты детей - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2022
ბავშვთა დაცვის დღე
კიკვიძის პარკი - ყოველდღიური პროგრამა 16:00-დან 21:00 საათამდე; საკონცერტო პროგრამა 18:00 საათიდან 21:00 საათამდე:
თოჯინების თეატრი;
ილუზიონისტების შოუ;
საპნის ბუშტების შოუ;
კლოუნის შოუ;
შოუ აზოტით;
საბავშვო ლიტერატურის გამოფენა-გაყიდვა;
მეზღაპრის კუთხე;
ხატვისა და ილუსტრაციის კუთხე;
VR-სივრცე - გასართობი და შემეცნებითი თამაშებით;
სახის მოხატვა;
ბავშვების საყვარელი ზღაპრის გმირები;
10-მდე საბავშვო გასართობი სადგური;
ბატუტი;
მოძრაობის თეატრის კოსტიუმირებული სპექტაკლები;
უფასო ტკბილეული;
ფოტოზონა-გიფერი;
ანიმატორები (ბავშვების საყვარელი პერსონაჟები);
გიგანტური სათამაშო დინოზავრი (ხმოვანი ეფექტით);
კვების ზონა.
გოძიაშვილის ბაღი - დღის პროგრამა 12:00-დან 18:00 საათამდე
ბავშვთა დაცვის დღე
День защиты детей - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2022
ბავშვთა დაცვის დღე
საბავშვო ბაღის ბავშვების კონცერტი;
საბურთალოს რაიონის სკოლის მოსწავლეების კონცერტი;
თოჯინების თეატრის წარმოდგენა;
საპნის ბუშტების შოუ;
ილუზიონისტის შოუ პროგრამა;
კლოუნის შოუ;
შოუ აზოტით;
სახის მოხატვა;
ელექტროატრაქციონები;
გიგანტური სათამაშო დინოზავრი (ხმოვანი ეფექტით);
ანიმატორები (ბავშვების საყვარელი პერსონაჟები).
მზიურის პარკი - დღის პროგრამა 16:00 საათიდან 20:00 საათამდე
© photo: Sputnik / Levan Avlabreliბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს საბავშვო კონცერტი მზიურის პარკში
Детский концерт в парке Мзиури в Международный день защиты детей - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2022
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს საბავშვო კონცერტი მზიურის პარკში
დიდი ბატუტი გორაკებით და ატრაქციონით;
ბუშტებისგან ფიგურებისა და ცხოველების შექმნის მასტერ-კლასი ;
სახალისო სათვალეები;
ხატვისა და ძერწვის საბავშვო კუთხე;
მინი-გოლფი;
საჰაერო ჰოკეის მაგიდა;
სახის მოხატვა;
რგოლის მიზანში სროლა;
კუთხე მაგნიტური ისრების სათამაშოდ;
ბურთის კარში ჩაგდება;
ზღაპრის გმირები;
უფასო ტკბილი ბამბა და პოპკორნი;
საბავშვო კონცერტი;
ილუზიონისტების შოუ;
კლოუნის შოუ;
საპნის ბუშტების შოუ;
ქიმიური ლაბორატორია - „აზოტის შოუ";
სასცენო ნომერი „ლამაზმანი და ურჩხული".
ყველა ახალი ამბავი
0