ზუგდიდში უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის ლენტი
პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო, 1920, 29.05.2022
გამოწერა
მამაკაცს სახლის დემონტაჟის დროს ბეტონის ფილა დაეცა.
თბილისი, 29 მაისი - Sputnik. ზუგდიდის სოფელ ალერტკარში უბედურ შემთხვევას 26 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მამაკაცი ახლობლებს, სავარაუდოდ, სახლის დემონტაჟში ეხმარებოდა, რა დროსაც მას ბეტონის ფილა დაეცა.
მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებულია.
წყარო - „რუსთავი2“.
ყველა ახალი ამბავი
0