https://sputnik-georgia.com/20220529/tbilissi-xut-transgender-qals-ateulobit-adamiani-daesxa-tavs-266964230.html
თბილისში ხუთ ტრანსგენდერ ქალს ათეულობით ადამიანი დაესხა თავს
თბილისში ხუთ ტრანსგენდერ ქალს ათეულობით ადამიანი დაესხა თავს
Sputnik საქართველო
სისხლის სამართლის საქმე „მუქარის“ მუხლით აღიძრა
2022-05-29T14:53+0400
2022-05-29T14:53+0400
2022-05-29T14:54+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/1c/250190274_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_e43852a5f763f127bf83cfd9b76e1563.jpg
თბილისი, 29 მაისი - Sputnik. თბილისში, ჩუღურეთის რაიონში ხუთ ტრანსგენდერ ქალს ათეულობით ადამიანი დაესხა თავს. ამის შესახებ ქართული მედია იუწყება.შემთხვევა 29 მაისს, გამთენიისას მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთი პირი ტრანსგენდერებთან სახლში მივიდა და სექსმომსახურება მოსთხოვა. უარის მიღების შემდეგ მამაკაცმა დასახმარებლად რამდენიმე პირს დაურეკა.ერთ-ერთი დაზარალებულის ცნობით, მათ სახლთან ოცდაათამდე მამაკაცი მივიდა, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ ბინაში მცხოვრებ ტრანსგენდერ ქალებს, ესროლეს ქვები და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ბინის მეპატრონე მოხუც ქალს.მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ მუქარას გულისხმობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/1c/250190274_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_82b8f262bd52bf0e4f6a63df12f82287.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი ხუთ ტრანსგენდერი ქალი 30 ადამიანი ცემა მუქარა შსს ჩუღურეთი
თბილისი ხუთ ტრანსგენდერი ქალი 30 ადამიანი ცემა მუქარა შსს ჩუღურეთი
თბილისში ხუთ ტრანსგენდერ ქალს ათეულობით ადამიანი დაესხა თავს
14:53 29.05.2022 (განახლებულია: 14:54 29.05.2022) სისხლის სამართლის საქმე „მუქარის“ მუხლით აღიძრა
თბილისი, 29 მაისი - Sputnik. თბილისში, ჩუღურეთის რაიონში ხუთ ტრანსგენდერ ქალს ათეულობით ადამიანი დაესხა თავს. ამის შესახებ ქართული მედია იუწყება.
შემთხვევა 29 მაისს, გამთენიისას მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთი პირი ტრანსგენდერებთან სახლში მივიდა და სექსმომსახურება მოსთხოვა. უარის მიღების შემდეგ მამაკაცმა დასახმარებლად რამდენიმე პირს დაურეკა.
ერთ-ერთი დაზარალებულის ცნობით, მათ სახლთან ოცდაათამდე მამაკაცი მივიდა, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ ბინაში მცხოვრებ ტრანსგენდერ ქალებს, ესროლეს ქვები და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ბინის მეპატრონე მოხუც ქალს.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ მუქარას გულისხმობს.