https://sputnik-georgia.com/20220529/tbilissi-rvinisa-da-alkoholuri-sasmelebis-saertasoriso-gamofena-gaimarteba-266960168.html
თბილისში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
თბილისში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
Sputnik საქართველო
გამოფენაზე შესვლის ღირებულება 15 ლარს შეადგენს, რომელიც მოიცავს ჭიქა ღვინის დეგუსტაციას.
2022-05-29T11:28+0400
2022-05-29T11:28+0400
2022-05-29T11:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
ქართული ღვინო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1e/261611933_0:112:2048:1264_1920x0_80_0_0_5edabb6d3c7dd50b2710a42462865331.jpg
თბილისი, 29 მაისი - Sputnik. თბილისში, საგამოფენო ცენტრ ExpoGeorgia-ში 10-12 ივნისს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მეთოთხმეტე საერთაშორისო გამოფენა გაიმართება. ამის შესახებ ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.ღონისძიება საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ტარდება.ორგანიზატორების ინფორმაციით, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა WINEXPO GEORGIA ერთადერთი B2B ღონისძიებაა საქართველოში, რომელზეც ღვინის ინდუსტრიის, პროდუქციის, ღვინის დამზადების ტექნოლოგიებისა და სერვისების სრული ასორტიმენტია წარმოდგენილი.WinExpo Georgia 2022 უმასპინძლებს:დამთვალიერებლებს ადგილზე დახვდება ღვინო და ალკოჰოლური სასმელები, ინგრედიენტები და დანამატები, შესაფუთი მასალები, სასუქები, მევენახეობა-მეღვინეობის მანქანა-დანადგარები, სანერგეები, მინა და მინის ნაწარმი და აქსესუარები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1e/261611933_228:0:2048:1365_1920x0_80_0_0_6ddc2e3cedba7dc59429a1e0991b632c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი ღვინო ალკოჰოლი სასმელები გამოფენა expogeorgia winexpo georgia
თბილისი ღვინო ალკოჰოლი სასმელები გამოფენა expogeorgia winexpo georgia
თბილისში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
11:28 29.05.2022 (განახლებულია: 11:30 29.05.2022) გამოფენაზე შესვლის ღირებულება 15 ლარს შეადგენს, რომელიც მოიცავს ჭიქა ღვინის დეგუსტაციას.
თბილისი, 29 მაისი - Sputnik. თბილისში, საგამოფენო ცენტრ ExpoGeorgia-ში 10-12 ივნისს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მეთოთხმეტე საერთაშორისო გამოფენა გაიმართება. ამის შესახებ ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
ღონისძიება საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ტარდება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა WINEXPO GEORGIA ერთადერთი B2B ღონისძიებაა საქართველოში, რომელზეც ღვინის ინდუსტრიის, პროდუქციის, ღვინის დამზადების ტექნოლოგიებისა და სერვისების სრული ასორტიმენტია წარმოდგენილი.
WinExpo Georgia 2022 უმასპინძლებს:
ღვინის ექსპორტის B2B ფორუმს, რომელიც ქართველ მწარმოებლებსა და უცხოელ ექსპორტიორებს შორის პარტნიორული ურთიერთობების წახალისებას ისახავს მიზნად;
ღვინის აგენტებს, ტრეიდერებს, სასტუმროებისა და რესტორნების წარმომადგენლებს, საშუალო და მსხვილ სავაჭრო ქსელებს, საერთაშორისო მედიას;
ღვინის ყველა მოყვარულს, ვისაც სურს დააგემოვნოს ღვინო და ალკოჰოლური სასმელები, შეხვდეს მეღვინეებს, გაეცნოს დარგის სიახლეებსა და ინოვაციებს.
დამთვალიერებლებს ადგილზე დახვდება ღვინო და ალკოჰოლური სასმელები, ინგრედიენტები და დანამატები, შესაფუთი მასალები, სასუქები, მევენახეობა-მეღვინეობის მანქანა-დანადგარები, სანერგეები, მინა და მინის ნაწარმი და აქსესუარები.