სომხეთის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით თბილისს ეწვევა

© photo: Sputnik / Aram Nersesyanსომხეთის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი
სომხეთის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი - Sputnik საქართველო, 1920, 29.05.2022
გამოწერა
დახვედრის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც ვაჰაგნ ხაჩატურიანს საქართველოს პრეზიდენტი პირისპირ შეხვდება.
თბილისი, 29 მაისი – Sputnik. ორშაბათს, 30 მაისს თბილისს სომხეთის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.
სომხეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც ვაჰაგნ ხაჩატურიანს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პირისპირ შეხვდება.
გარდა ამისა, დაგეგმილია პრეზიდენტების შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით, და მედიისათვის ერთობლივი განცხადებების გაკეთება.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სომხეთის პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან.
საქართველომ და სომხეთმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი >>
„პირველი არხის“ ინფორმაციით, ვაჰაგნ ხაჩატურიანი საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და მათ ხსოვნას პატივს მიაგებს.
საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 17 ივლისს დაამყარეს. ქვეყნები ბევრ სფეროში თანამშრომლობენ. ყველაზე ინტენსიურია თანამშრომლობა ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროებში. ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მოქმედებს და სომხეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის.
დიპლომატიური ურთიერთობების განმავლობაში საქართველომ და სომხეთმა ერთმანეთთან გააფორმეს საერთაშორისო მნიშვნელობის 88 დოკუმენტი ვაჭრობის, მეწარმეთა საკუთრების უფლებების დაცვის, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო მიმოქცევის წინააღმდეგ ბრძოლისა და სხვა სფეროებში.
ყველა ახალი ამბავი
0