https://sputnik-georgia.com/20220529/saqartvelosi-seleqcionerebis-uflebebi-daculi-iqneba-266964381.html
საქართველოში სელექციონერების უფლებები დაცული იქნება
საქართველოში სელექციონერების უფლებები დაცული იქნება
Sputnik საქართველო
ამჟამად სელექციონერს ახალი ჯიშის გამოყვანის შემდეგ არ შეუძლია დაარეგისტრიროს თავისი განსაკუთრებული უფლება
2022-05-29T15:14+0400
2022-05-29T15:14+0400
2022-05-29T15:14+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს სოფლის მეურნეობა
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23585/77/235857704_0:373:2317:1676_1920x0_80_0_0_5c726c25e682ecf05011ef2b0ae56930.jpg
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. მცენარის/ცხოველის სელექციონერს საშუალება ექნება, მის მიერ ახალი ჯიშების გამოყვანაზე განსაკუთრებული უფლება მიიღოს და საკუთარი სამეწარმეო საქმიანობა დაიცვას, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტის ბიუროს სხდომას ორშაბათს წარედგინება.კანონპროექტის მიხედვით, რომ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფლებამოსილი იქნება განსაზღვროს კომპეტენტური პირი მცენარის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე და სტაბილურობაზე გამოცდის ჩატარების მიზნით.თავის მხრივ კი, „საქპატენტი“ (საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი) უზრუნველყოფს სელექციონერისთვის სელექციონერის განსაკუთრებული უფლების მინიჭებას.ინიციატორები განმარტავენ, რომ ცვლილებების მიღება გამოწვეულია მცენარის სელექციონერის დაუცველობით. კერძოდ, მათი ცნობით, სელექციონერი ახალი ჯიშის გამოყვანის შემდგომ ვერ ახერხებს სელექციონერის განსაკუთრებული უფლების შესაბამის რეგისტრაციას, ვინაიდან საქართველოში არ არსებობს აკრედიტირებული სუბიექტი, რომელიც მოახდენს სელექციონერის განსაკუთრებული უფლების რეგისტრაციისთვის აუცილებელ მცენარის გამოცდას განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე.დეპუტატების ინფორმაციით, ასეთი მომსახურების საზღვარგარეთ მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები არარენტაბელურს ხდის სელექციონერის განსაკუთრებული უფლების დაცვის პროცესს.საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედების შემდეგ სელექციონერი შეძლებს საკუთარი სამეწარმეო საქმიანობის დაცვას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე პროდუქციის საზღვარგარეთ ექსპორტისას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23585/77/235857704_0:156:2317:1893_1920x0_80_0_0_41d94c0e0bb38dccdb4dfa72391d3120.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო სელექციონერები უფლებები დაცვა პარლამენტი ბიურო
საქართველო სელექციონერები უფლებები დაცვა პარლამენტი ბიურო
საქართველოში სელექციონერების უფლებები დაცული იქნება
ამჟამად სელექციონერს ახალი ჯიშის გამოყვანის შემდეგ არ შეუძლია დაარეგისტრიროს თავისი განსაკუთრებული უფლება
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. მცენარის/ცხოველის სელექციონერს საშუალება ექნება, მის მიერ ახალი ჯიშების გამოყვანაზე განსაკუთრებული უფლება მიიღოს და საკუთარი სამეწარმეო საქმიანობა დაიცვას, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტის ბიუროს სხდომას ორშაბათს წარედგინება.
კანონპროექტის მიხედვით, რომ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფლებამოსილი იქნება განსაზღვროს კომპეტენტური პირი მცენარის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე და სტაბილურობაზე გამოცდის ჩატარების მიზნით.
თავის მხრივ კი, „საქპატენტი“ (საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი) უზრუნველყოფს სელექციონერისთვის სელექციონერის განსაკუთრებული უფლების მინიჭებას.
ინიციატორები განმარტავენ, რომ ცვლილებების მიღება გამოწვეულია მცენარის სელექციონერის დაუცველობით. კერძოდ, მათი ცნობით, სელექციონერი ახალი ჯიშის გამოყვანის შემდგომ ვერ ახერხებს სელექციონერის განსაკუთრებული უფლების შესაბამის რეგისტრაციას, ვინაიდან საქართველოში არ არსებობს აკრედიტირებული სუბიექტი, რომელიც მოახდენს სელექციონერის განსაკუთრებული უფლების რეგისტრაციისთვის აუცილებელ მცენარის გამოცდას განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე.
დეპუტატების ინფორმაციით, ასეთი მომსახურების საზღვარგარეთ მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები არარენტაბელურს ხდის სელექციონერის განსაკუთრებული უფლების დაცვის პროცესს.
საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედების შემდეგ სელექციონერი შეძლებს საკუთარი სამეწარმეო საქმიანობის დაცვას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე პროდუქციის საზღვარგარეთ ექსპორტისას.