რუსთავში პირველი „ქუჩის ბაზარი“ მოეწყო

© Rustavi City Hallპირველი „ქუჩის ბაზარი“ რუსთავში
პირველი „ქუჩის ბაზარი“ რუსთავში  - Sputnik საქართველო, 1920, 29.05.2022
გამოწერა
ღონისძიების მიზანი ადგილობრივი ნაწარმის პოპულარიზაცია და მცირე მეწარმეების ხელშეწყობაა.
თბილისი, 29 მაისი - Sputnik. რუსთავის მერიისა და მეწარმეთა გაერთიანება STALL-ის ორგანიზებით, რუსთავში პირველი „ქუჩის ბაზარი“ მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის მერიის ადმინისტრაცია ავრცელებს.
© Rustavi City Hallპირველი „ქუჩის ბაზარი“ რუსთავში
Уличная ярмарка  в Рустави - Sputnik საქართველო, 1920, 29.05.2022
პირველი „ქუჩის ბაზარი“ რუსთავში
უწყების ინფორმაციით, 28 და 29 მაისს ახალგაზრდობის პარკში 30 პავილიონში საკუთარი ნაწარმის წარმოდგენისა და რეალიზაციის შესაძლებლობა აქვს ადგილობრივ მცირე და საშუალო მეწარმეებს, ასევე სტარტაპერებს.
„მცირე და საშუალო ბიზნესის, ასევე მათი მხრიდან, ვინც ახლახან დაიწყო და სტარტაპის პროცესშია, იყო შემოთავაზება, თხოვნა, რომ მუნიციპალიტეტს მათთვის გარკვეული სივრცე მოგვენახა, სადაც საკუთარი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას შეძლებდნენ“, - განუცხადა ჟურნალისტებს რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
© Rustavi City Hallპირველი „ქუჩის ბაზარი“ რუსთავში
Уличная ярмарка  в Рустави - Sputnik საქართველო, 1920, 29.05.2022
პირველი „ქუჩის ბაზარი“ რუსთავში
რუსთავის „ქუჩის ბაზრის“ 30 მონაწილე ონლაინ-რეგისტრაციით შეარჩიეს, ორგანიზატორებმა სულ 70 განაცხადი მიიღეს.
„ჩვენი მთავარი მიზანია, მათ მცირედით მაინც შევუწყოთ ხელი, რომ უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ საკუთარი ბიზნესის განვითარების და მომავალში უფრო მეტი წარმატების მიღწევის“, - განაცხადა რუსთავის მერიის ახალგაზრდობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანელი ჩხარტიშვილმა.
© Rustavi City Hallპირველი „ქუჩის ბაზარი“ რუსთავში
Уличная ярмарка  в Рустави - Sputnik საქართველო, 1920, 29.05.2022
პირველი „ქუჩის ბაზარი“ რუსთავში
„ქუჩის ბაზრის“ ორგანიზების მთავარი მიზანი ადგილობრივი მცირე მეწარმეების ხელშეწყობა და მათი ნაწარმის პოპულარიზაციაა.
წყარო - რუსთავის მერია
ყველა ახალი ამბავი
0