https://sputnik-georgia.com/20220529/ramdenima-fermerma-saqartvelosi-miiro-saxelmwifo-daxmareba-266966781.html
რამდენმა ფერმერმა საქართველოში მიიღო სახელმწიფო დახმარება
რამდენმა ფერმერმა საქართველოში მიიღო სახელმწიფო დახმარება
Sputnik საქართველო
ამ დროისთვის 17 ათასზე მეტმა ფერმერმა აგრობარათი უკვე გააქტიურა, დარიცხული სუბსიდიის ოდენობა დაახლოებით 3,5 მლნ ლარს შეადგენს
2022-05-29T18:04+0400
2022-05-29T18:04+0400
2022-05-29T18:05+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს რეგიონები
სოციალური სფერო საქართველოში
საქართველოს სოფლის მეურნეობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/05/249366432_0:96:1440:906_1920x0_80_0_0_bc80287eaa0b1f0fb0a6f5a3ed19e958.jpg
თბილისი, 29 მაისი - Sputnik. სახელმწიფო პროგრამის „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის“ ფარგლებში, აგროქულები 200 ათასამდე ფერმერს უკვე დაერიცხა, ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს.პროგრამის ფარგლებში სუბსიდიას მიიღებენ 0,25-დან 1,25 ჰექტრამდე ჩათვლით მიწის მესაკუთრეები/თანამესაკუთრეები, 1 ჰექტარზე 300 ლარის (აგრობარათზე დარიცხული 300 ქულის) გაანგარიშებით.პროგრამის ბენეფიციარ ფერმერებს ეტაპობრივად 500-ზე მეტი სავაჭრო ობიექტი მოემსახურება.ამ დროისთვის 17 ათასზე მეტმა ფერმერმა აგრობარათი უკვე გააქტიურა, დარიცხული სუბსიდიის ოდენობა შეადგენს დაახლოებით 3,5 მლნ ლარს, საიდანაც სპეციალიზებულ სავაჭრო ობიექტებში უკვე განაღდებულია 1,16 მლნ ლარი.პროგრამის ბენეფიციარებისთვის აგრობარათებზე თანხის დარიცხვა ეტაპობრივად ხორციელდება. დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადა 2022 წლის 30 ნოემბერია. ამის შემდეგ დარიცხული ქულები გაუქმდება.სახელმწიფო პროგრამით ჯამში 300 ათასზე მეტი მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს.სამთავრობო პროგრამა 10 მაისს ამოქმედდა. მისი ბიუჯეტი 35 მლნ ლარს შეადგენს.სააგენტოში შეახსენებენ ფერმერებს, რომ აუცილებელია, ბარათის გასააქტიურებლად ან ახალი ბარათის ასაღებად, ბანკში ვიზიტამდე, „ლიბერთი ბანკის“ ვებგვერდზე myliberty.ge გადაამოწმონ ინფორმაცია მათ ბარათზე ქულების დარიცხვის შესახებ და მხოლოდ ამის შემდეგ ეწვიონ „ლიბერთი ბანკის“ მათთვის მოსახერხებელ ფილიალს.წყარო - სოფლის განვითარების სააგენტო
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/05/249366432_52:0:1388:1002_1920x0_80_0_0_2a0625c58a2f8521a91db0d7d5b2c68a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ფერმერი აგროქულა აგრობარათი საქართველო სახელმწიფო დახმარება
ფერმერი აგროქულა აგრობარათი საქართველო სახელმწიფო დახმარება
რამდენმა ფერმერმა საქართველოში მიიღო სახელმწიფო დახმარება
18:04 29.05.2022 (განახლებულია: 18:05 29.05.2022) ამ დროისთვის 17 ათასზე მეტმა ფერმერმა აგრობარათი უკვე გააქტიურა, დარიცხული სუბსიდიის ოდენობა დაახლოებით 3,5 მლნ ლარს შეადგენს
თბილისი, 29 მაისი - Sputnik. სახელმწიფო პროგრამის „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის“ ფარგლებში, აგროქულები 200 ათასამდე ფერმერს უკვე დაერიცხა, ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს.
პროგრამის ფარგლებში სუბსიდიას მიიღებენ 0,25-დან 1,25 ჰექტრამდე ჩათვლით მიწის მესაკუთრეები/თანამესაკუთრეები, 1 ჰექტარზე 300 ლარის (აგრობარათზე დარიცხული 300 ქულის) გაანგარიშებით.
ქულების გამოყენება შესაძლებელია სპეციალიზებულ მაღაზიებში სასოფლო-სამეურნეო საქონლის შესაძენად. ესაა ჰერბიციდები, პესტიციდები, სათესლე მასალები, სასოფლო სამეურნეო იარაღები და სხვ. საქართველოს მასშტაბით 300 ასეთი მაღაზია ფუნქციონირებს, ნათქვამია განცხადებაში.
პროგრამის ბენეფიციარ ფერმერებს ეტაპობრივად 500-ზე მეტი სავაჭრო ობიექტი მოემსახურება.
ამ დროისთვის 17 ათასზე მეტმა ფერმერმა აგრობარათი უკვე გააქტიურა, დარიცხული სუბსიდიის ოდენობა შეადგენს დაახლოებით 3,5 მლნ ლარს, საიდანაც სპეციალიზებულ სავაჭრო ობიექტებში უკვე განაღდებულია 1,16 მლნ ლარი.
პროგრამის ბენეფიციარებისთვის აგრობარათებზე თანხის დარიცხვა ეტაპობრივად ხორციელდება. დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადა 2022 წლის 30 ნოემბერია. ამის შემდეგ დარიცხული ქულები გაუქმდება.
სახელმწიფო პროგრამით ჯამში 300 ათასზე მეტი მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს.
სამთავრობო პროგრამა 10 მაისს ამოქმედდა. მისი ბიუჯეტი 35 მლნ ლარს შეადგენს.
სააგენტოში შეახსენებენ ფერმერებს, რომ აუცილებელია, ბარათის გასააქტიურებლად ან ახალი ბარათის ასაღებად, ბანკში ვიზიტამდე, „ლიბერთი ბანკის“ ვებგვერდზე myliberty.ge გადაამოწმონ ინფორმაცია მათ ბარათზე ქულების დარიცხვის შესახებ და მხოლოდ ამის შემდეგ ეწვიონ „ლიბერთი ბანკის“ მათთვის მოსახერხებელ ფილიალს.