მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ნეპალში გაუჩინარდა თვითმფრინავი 22 ადამიანით ბორტზე

© AFP 2024 / Lakpa Sherpaჰიმალაები ნეპალში, ევერესტის მწვერვალიდან გადაღებული
ჰიმალაები ნეპალში, ევერესტის მწვერვალიდან გადაღებული - Sputnik საქართველო, 1920, 29.05.2022
გამოწერა
სამძებრო ოპერაციაში ვერტმფრენი ჩაერთო, მაგრამ უამინდობის გამო ძებნა შეჩერებულია
თბილისი, 29 მაისი – Sputnik. თვითმფრინავი, რომელშიც 19 მგზავრი და ეკიპაჟის 3 წევრი იმყოფებოდა, ნეპალის ცაში გაუჩინარდა.
ნეპალის სამოქალაქო ავიაციის სამსახურის განცხადებით, ავიაკომპანია Tara Air-ის თვითმფრინავი ტურისტული ქალაქ პოქხარადან ქალაქ ჯომსომში მიფრინავდა.
ბოლოს თვითმფრინავი ნახეს, როდესაც ის მთა დაულაგირის მიმართულებით მიფრინავდა.
თვითმფრინავის სავარაუდო ჩამოვარდნის ადგილზე საძებნელად ვერტმფრენი გაგზავნეს, თუმცა უამინდობის გამო ოპერაცია შეჩერებულია.
მგზავრებს შორის იყო 16 ნეპალელი, ოთხი ინდოელი და გერმანიის ორი მოქალაქე.
ყველა ახალი ამბავი
0