საქართველოს მოსახლეობის შემოსავლები და ხარჯები გაიზარდა: „საქსტატის“ ახალი მონაცემები

© photo: Sputnik
  - Sputnik საქართველო, 1920, 29.05.2022
გამოწერა
საქართველოს მოქალაქეები გამოიმუშავებენ დაახლოებით იმდენს, რამდენს ხარჯავენ
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. საქართველოში ერთი ადამიანის საშუალო ყოველთვიურმა შემოსავალმა 2021 წელს შეადგინა 364,8 ლარი, ხოლო ოჯახის - 1,2 ათასი ლარი, ნათქვამია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
უწყების მონაცემებით, 2020 წელთან შედარებით ადამიანის საშუალო თვიური შემოსავალი გაიზარდა 13,5%-ით, ხოლო ერთ ოჯახზე - 11%-ით.
ამავე დროს, „საქსტატის" მონაცემებით, ოჯახების შემოსავლების ძირითად წყაროს წარმოადგენს ფულადი შემოსავლები და გადარიცხვები, რომლის წილიც 2021 წელს, გასულ წელთან შედარებით 0,8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 86% შეადგინა.
ქალაქად მცხოვრები ოჯახების ჯამური საშუალო თვიური შემოსავლების მოცულობა გასულ წელთან შედარებით 12,7%-ით გაიზარდა და 842,6 მლნ ლარი შეადგინა, სოფლად - 15,8%-ით (517,6 მლნ).

საქართველოს მოსახლეობის შემოსავალი

კვლევამ აჩვენა, რომ 2020 წელს საქართველოს მოსახლეობის ფულადი შემოსავლის და გზავნილების 45,9% იყო დასაქმებულთა ხელფასი. კიდევ 22,6% წარმოადგენს სახელმწიფო დახმარებას, პენსიებსა და სტიპენდიებს.
თვითდასაქმებულთა წილი ოჯახების მთლიან შემოსავლებში 10,2%-ს შეადგენს.
ოჯახების შემოსავლების კიდევ 8,8%-ს შეადგენს ფულადი საჩუქრები, ხოლო სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვით მიღებული შემოსავლის წილმა 6,9% შეადგინა.
2021 წელს უცხოეთიდან ფულად გზავნილებზე მიღებული შემოსავლების 4,3% მოდიოდა, უძრავი ქონების გაქირავებიდან და ანაბრების პროცენტებით მიღებული თანხა 1,3%-ს შეადგენდა.
ოჯახების ხარჯები
საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს ოჯახის საშუალო თვიური ხარჯები 2020 წელთან შედარებით 11,5%-ით გაიზარდა და დაახლოებით 1,2 ათასი ლარი შეადგინა.
ერთი ადამიანის ყოველთვიურმა ხარჯმა 2021 წელს 345,9 ლარი შეადგინა, რაც 2020 წელთან შედარებით 14%-ით მეტია.
ქალაქად მცხოვრები ოჯახები თვეში ხარჯავდნენ 798,3 მილიონ ლარს, სოფლად - 491,2 მლნ ლარს.
2020 წელთან შედარებით, ქალაქად მცხოვრები ოჯახების ყოველთვიური ხარჯები 11,7%-ით გაიზარდა, სოფლად - 19%-ით.

მოსახლეობის ხარჯების სტრუქტურა

საქართველოში ოჯახების ყოველთვიური ხარჯების ძირითად ნაწილს საკვები, სასმელი და თამბაქოს ნაწარმი წარმოადგენს, რაც 2021 წელს ყველა ხარჯის 43,7%-ს შეადგენდა.
მეორე ადგილზეა კომუნალური ხარჯები, მათ შორის საცხოვრებლის ქირა, რომელიც 2021 წელს შინამეურნეობების ყოველთვიური ხარჯების 12,7%-ს შეადგენს.
მესამე ადგილზეა სამომხმარებლო ხარჯები, რომლებმაც 2021 წელს შინამეურნეობების მთელი ხარჯების 12,1% შეადგინეს.
შემდეგ მოდის ჯანდაცვის (11,7%) და ტრანსპორტის (10,9%) ხარჯები.
2021 წელს საქართველოში ოჯახების ყველაზე მცირე ყოველთვიური ხარჯები იყო ხარჯები ტანსაცმელსა (3,5%) და საყოფაცხოვრებო საქონელზე (3,4%).
ოჯახების ყოველთვიური ხარჯების სიაში ბოლო პოზიციაზეა ხარჯები განათლებაზე, რაც მთლიანი ხარჯების 2%-ს შეადგენდა.
წყარო - საქსტატი
ყველა ახალი ამბავი
0