Tbilisi Piano Fest: საქართველოს დედაქალაქში მსოფლიოში განთქმული პიანისტები დაუკრავენ

© courtesy of Sandro Gegechkoriპიანისტი სანდრო გეგეჭკორი
პიანისტი სანდრო გეგეჭკორი - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2022
გამოწერა
10 დღის განმავლობაში მსოფლიოში ცნობილი პიანისტები მასტერკლასებს, დისკუსიებსა და კონცერტებს გამართავენ
თბილისი, 28 მაისი – Sputnik. საფორტეპიანო მუსიკის თბილისის საერთაშორისო ფესტივალი (Tbilisi Piano Fest) საქართველოს დედაქალაქში 9-დან 18 ივნისამდე გაიმართება და სხვადასხვა ქვეყნის ცნობილ მუსიკოსებს მოუყრის თავს.
საფორტეპიანო მუსიკის ფესტივალი დედაქალაქში უკვე მესამედ გაიმართება. 10 დღის განმავლობაში მსოფლიოში ცნობილი პიანისტები მასტერკლასებს, დისკუსიებსა და ღია ცის ქვეშ კონცერტებს გამართავენ.
გთავაზობთ კონცერტების დეტალურ პროგრამას:
9 ივნისი - 17:00 - კორეელი პიანისტი კლარა მინი, გაიჟღერს შუმანის „კრეისლერიანა“ (ეროვნული ბიბლიოთეკა);
9 ივნისი - 20:00 - ჯეროუმ ზოუზი (აშშ) და დავით ალადაშვილი, საუბრები შუმანზე (ეროვნული ბიბლიოთეკა);
10 ივნისი - 20:00 - პიანისტი კონსტანტინ ლიფშიცი (უკრაინა) შეასრულებს ბეთჰოვენის, შოპენის, ბახის ნაწარმოებებს, (თბილისის კონსერვატორია);
12 ივნისი - 20:00 - პიანისტები ალექსეი ვოლოდინი და ედიტ პენია (ესპანეთი) შეასრულებენ მოცარტის და სტრავინსკის ნაწარმოებებს (თბილისის კონსერვატორია);
14 ივნისი - 20:00 - პიანისტი სევერინ ფონ ეკარდშტაინი (გერმანია) - გაიჟღერს მოცარტის, შტრაუსის, სკრიაბინის სონატები (ეროვნული ბიბლიოთეკა);
15 ივნისი - 20:00 - პიანისტი ჯეფრი სუონი (აშშ) - კონცერტი და საუბარი, პროგრამაშია ბეთჰოვენის და შუბერტის ნაწარმოები (ეროვნული ბიბლიოთეკა);
16 ივნისი - 20:00 - პიანისტი ეცუკო ჰიროსე (იაპონია) შეასრულებს ვებერის, ლისტის, მოშკოვსკის, შოპენის ნაწარმოებებს (ეროვნული ბიბლიოთეკა);
17 ივნისი - 20:00 - Bechstein-ის პრემიის ლაურეატი ირმა გიგანი დაუკრავს მოცარტის, რახმანინოვის, პროკოფიევის ნაწარმოებებს (თბილისის კონსერვატორია);
18 ივნისი - 20:00 - კონცერტი ორბელიანის მოედანზე, წარდგება დუდანა მაზმანიშვილი ეროვნული სიმფონიური ორკესტრის თანხლებით, დირიჟორი - ნიკოლოზ რაჭველი;
19 ივნისი - 20:00 - კონცერტი ორბელიანის მოედანზე, წარდგებიან ციპრიენ კაცარისი (საფრანგეთი) და მორიც გნანი (გერმანია) ეროვნული სიმფონიური ორკესტრის თანხლებით, დირიჟორი -ნიკოლოზ რაჭველი.
ყველა ახალი ამბავი
0