https://sputnik-georgia.com/20220528/saqartvelos-kulturuli-centri-wminda-miwaze-premieri-iordaniasi-gaemgzavra-266955626.html
საქართველოს კულტურული ცენტრი წმინდა მიწაზე: პრემიერი იორდანიაში გაემგზავრა
საქართველოს კულტურული ცენტრი წმინდა მიწაზე: პრემიერი იორდანიაში გაემგზავრა
Sputnik საქართველო
მდინარე იორდანესთან ქართული კულტურული ცენტრი აშენდება
2022-05-28T18:30+0400
2022-05-28T18:30+0400
2022-05-29T23:52+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/16/259789313_0:107:1280:827_1920x0_80_0_0_147962950151be1180b03f645c2e8feb.jpg
თბილისი, 28 მაისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ორდღიანი ვიზიტით იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში გაემგზავრა, სადაც საქართველოსთვის მდინარე იორდანესთან მიწის გადაცემასთან დაკავშირებულ ოფიციალურ ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.საქართველოსთვის მდინარე იორდანესთან 4 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის მიწის გადაცემის შესახებ გახდა ცნობილი 19 იანვარს , როდესაც მართლმადიდებელი სამყარო უფლის ნათლისღებას აღნიშნავს.იორდანიის მეფე აბდალა მეორის და პრინც ღაზის გადაწყვეტილებით, საქართველოს გადაეცა მიწა მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილზე. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის კურთხევით, ამ ადგილზე ქართული კულტურის ცენტრი აშენდება.ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის შეხვედრები სამეფოს პირველ პირებთან.საქართველომ და იორდანიამ დიპლომატიური ურთიერთობა 1994 წლის 6 აპრილს დაამყარეს. საქართველოს საელჩო სამეფოში 2004 წელს გაიხსნა. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ეკონომიკის, კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სფეროებში.წყარო - მთავრობის პრესსამსახური
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/16/259789313_0:21:1109:853_1920x0_80_0_0_e32f4b4c1135a79b2375aef19cdc1b8c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო კულტურა ცენტრი წმინდა მიწა პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი იორდანია ვიზიტი
საქართველო კულტურა ცენტრი წმინდა მიწა პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი იორდანია ვიზიტი
საქართველოს კულტურული ცენტრი წმინდა მიწაზე: პრემიერი იორდანიაში გაემგზავრა
18:30 28.05.2022 (განახლებულია: 23:52 29.05.2022) მდინარე იორდანესთან ქართული კულტურული ცენტრი აშენდება
თბილისი, 28 მაისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ორდღიანი ვიზიტით იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში გაემგზავრა, სადაც საქართველოსთვის მდინარე იორდანესთან მიწის გადაცემასთან დაკავშირებულ ოფიციალურ ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოსთვის მდინარე იორდანესთან 4 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის მიწის გადაცემის შესახებ გახდა ცნობილი 19 იანვარს , როდესაც მართლმადიდებელი სამყარო უფლის ნათლისღებას აღნიშნავს.
იორდანიის მეფე აბდალა მეორის და პრინც ღაზის გადაწყვეტილებით, საქართველოს გადაეცა მიწა მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილზე. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის კურთხევით, ამ ადგილზე ქართული კულტურის ცენტრი აშენდება.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის შეხვედრები სამეფოს პირველ პირებთან.
საქართველომ და იორდანიამ დიპლომატიური ურთიერთობა 1994 წლის 6 აპრილს დაამყარეს. საქართველოს საელჩო სამეფოში 2004 წელს გაიხსნა. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ეკონომიკის, კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სფეროებში.