მსჯავრდებულები უმაღლესი განათლების დისტანციურად მიღებას შეძლებენ

© photo: Sputnik / Andrey Stenin / გადასვლა მედიაბანკშიპატიმარი
პატიმარი - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2022
გამოწერა
ამგვარად ხელისუფლება ცდილობს ხელი შეუწყოს მსჯავრდებულების რესოციალიზაციას მათი გათავისუფლების შემდეგ
თბილისი, 28 მაისი – Sputnik. მსჯავრდებულები, რომლებიც სასჯელს ქართულ ციხეებში იხდიან, პროექტ „ციფრული უნივერსიტეტის“ ფარგლებში დისტანციურ სწავლებას შეძლებენ, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას.
მისი თქმით, აღნიშნული პროექტი განათლების სამინისტროსთან ერთად განხორციელდება.

„აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად მსჯავრდებულებს და ბრალდებულებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ დისტანციური სწავლების მეთოდით უმაღლესი განათლება – ორივე საფეხური, როგორც ბაკალავრიატის, ისე სამაგისტრო პროგრამები – გაიარონ საქართველოში აკრედიტებულ უნივერსიტეტში“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს როგორც მსჯავრდებულთა რესოციალიზაციას, ისე განათლების უფლების სრულფასოვნად რეალიზებას.
იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ყველა პენიტენციური დაწესებულება აღჭურვილია შესაბამისი ბიბლიოთეკებით, სადაც მუდმივ რეჟიმში ხდება წიგნის ფონდის განახლება.
ყველა ახალი ამბავი
0