https://sputnik-georgia.com/20220528/mkvleloba-gardabnasi-dakavebuls-brali-waredgina-266956008.html
მკვლელობა გარდაბანში - დაკავებულს ბრალი წარედგინა
მკვლელობა გარდაბანში - დაკავებულს ბრალი წარედგინა
Sputnik საქართველო
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
2022-05-28T20:30+0400
2022-05-28T20:30+0400
2022-05-28T20:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
კრიმინალი საქართველოში
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23122/73/231227377_0:0:1024:576_1920x0_80_0_0_469e5531402cc306cc1b66fe9c33b421.jpg
თბილისი, 28 მაისი — Sputnik. გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ პირს ბრალდება წარედგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.ინციდენტი 26 მაისს, სოფელ ვახტანგისში მოხდა.როგორც გამოძიებით დადგინდა, კონფლიქტის დროს ი.კ.-მ გულ-მკერდის არეში დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა თავის თანასოფლელ რ.მ.-ს, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა. მანამდე კი რ.მ.-მ დანით ი.კ. დაჭრა.პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა.მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით რუსთავის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.წყარო - საქართველოს პროკურატურა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23122/73/231227377_128:0:896:576_1920x0_80_0_0_78f6c6381b67f46f9bc2b37d635981c5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მკვლელობა გარდაბანი ბრალი წარდგენა
მკვლელობა გარდაბანი ბრალი წარდგენა
მკვლელობა გარდაბანში - დაკავებულს ბრალი წარედგინა
20:30 28.05.2022 (განახლებულია: 20:31 28.05.2022) დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 28 მაისი — Sputnik. გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ პირს ბრალდება წარედგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
ინციდენტი 26 მაისს, სოფელ ვახტანგისში მოხდა.
როგორც გამოძიებით დადგინდა, კონფლიქტის დროს ი.კ.-მ გულ-მკერდის არეში დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა თავის თანასოფლელ რ.მ.-ს, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა. მანამდე კი რ.მ.-მ დანით ი.კ. დაჭრა.
პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით რუსთავის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.