თბილისში ალექსანდრე ქართველს გაიხსენებენ

© Ministry of Defence of Georgiaალექსანდრე ქართველის ბარელიეფი
ალექსანდრე ქართველის ბარელიეფი - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2022
გამოწერა
ავიამშენებლობის და აერონავტიკის დარგში დიდი დამსახურებისთვის ქართველ ინჟინერს აშშ-ის მეცნიერების ეროვნული მედალი აქვს მიღებული.
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. გამოჩენილი ქართველი ავიაკონსტრუქტორის ალექსანდრე ქართველის (ქართველიშვილი) ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა საქართველოს უნივერსიტეტში (The University Of Georgia) 3 ივნისს გაიხსნება.
გამოფენა წარმოადგენს სტუდენტებსა და ახალგაზრდა სპეციალისტებს შორის STEM (მეცნიერება, ტექნოლოგიები, საინჟინრო საქმე, მათემატიკა) განათლების მრავალწლიანი პროგრამის ნაწილს. უნივერსიტეტი ალექსანდრე ქართველის ასოციაციისა და UG Limes-ის პარტნიორობით საქართველოში წარმოადგენს აშშ-ის საგანმანათლებლო რესურსებს და სწავლებისა და ტრენინგების პროგრამას.
ალექსანდრე ქართველი (ქართველიშვილი) (1896—1974) — ქართველი ავიაკონსტრუქტორი, აშშ-ის ავიამშენებლობის ერთ-ერთი პიონერი იყო. აშშ-ის საავიაციო ისტორიაში ალექსანდრე ქართველი მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო და მოწინავე ავიაკონსტრუქტორად.
© Courtesy of The University Of Georgiaავიაკონსტრუქტორი ალექსანდრე ქართველი
Авиаконструктор Александр Картвели - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2022
ავიაკონსტრუქტორი ალექსანდრე ქართველი
ქართველიშვილი დაიბადა თბილისში, ცნობილი მოღვაწის მიხეილ ქართველიშვილის ოჯახში. სწავლობდა თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში, რომელიც დაამთავრა 1914 წელს. 1922 წელს დაამთავრა პარიზის ავიაციის უმაღლესი სკოლა. 1922-1927 წლებში მუშაობდა გამოჩენილი ფრანგი ავიატორის ლუი ბლერიოს კომპანიაში, სადაც მონაწილეობა მიიღო თვითმფრინავების Bernard-ის და Ferbois-ის შექმნაში. 1924 წელს მისმა ერთ-ერთმა თვითმფრინავმა სიჩქარის მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
1927 წელს ცნობილმა ამერიკელმა მულტიმილიონერმა ჩარლზ ლევინმა ქართველიშვილი სამუშაოდ მიიწვია ნიუ-იორკში. 1928 წელს მან მოღვაწეობა დაიწყო ცნობილ კომპანია Fokker American Company-ში. 1931 წელს იგი შეხვდა საავიაციო საქმის მეორე ცნობილ ინჟინერს ალექსანდრ სევერსკის, რომელიც ასევე წარმოშობით ქართველი იყო და იმხანად უკვე ფართოდ ცნობილი კორპორაცია Seversky Aircraft Corporation-ის პრეზიდენტი და მთავარი ინჟინერი იყო. 1939 წელს კომპანიას შეეცვალა სახელი და ეწოდა Republic Aviation Company. ქართველიშვილი ამ კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი იყო.
ქართველიშვილმა და სევერსკიმ ერთად შექმნეს რამდენიმე თვითმფრინავი, ხოლო მეორე მსოფლიო ომის დროს – თვითმფრინავი Republic P-47, რომელიც ომის ბოლო წლებში შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ერთ-ერთ მთავარ თვითმფრინავს წარმოადგენდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქართველიშვილმა შექმნა ისეთი ცნობილი თვითმფრინავები, როგორიც არის F-84 Thunderjet, Republic F-105 და Republic F-84.
ავიამშენებლობის და აერონავტიკის დარგში დიდი დამსახურებისთვის ქართველ ინჟინერს მიღებული აქვს აშშ-ის მეცნიერების ეროვნული მედალი. იგი არჩეული იყო აშშ-ის საინჟინრო აკადემიის საპატიო წევრად.
ალექსანდე ქართველი ნიუ-იორკში 1974 წელს გარდაიცვალა.
ყველა ახალი ამბავი
0