როდემდე შენარჩუნდება მზიანი ამინდები? სინოპტიკოსების პროგნოზი

© Sputnik / Alexander Imedashviliრეკრეაციული სივრცე
რეკრეაციული სივრცე - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2022
გამოწერა
უახლოეს დღეებში ჰაერის ტემპერატურა 35 გრადუსამდე მოიმატებს.
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, 6 ივნისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში საერთო მაღალი ტემპერატურის ფონზე დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მაისს ჰაერის ტემპერატურა პლუს 26-31 გრადუსი იქნება, ხოლო 30 მაისს პლუს 30-35 გრადუსს მიაღწევს.
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელი ხანმოკლე წვიმების გამო 31 მაისიდან 3 ივნისამდე პერიოდში ტემპერატურა 4-6 გრადუსით დაიკლებს, 3 ივნისიდან კი ისევ გამოიდარებს და ტემპერატურაც მოიმატებს.
აღმოსავლეთ საქართველოში მომავალი კვირის განმავლობაში შენარჩუნებული იქნება მაღალი ტემპერატურა.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 28-29 მაისს ჰაერის ტემპერატურა პლუს 28-30 გრადუსია ნავარაუდევი და მომავალი კვირის ბოლომდე ჰაერი პლუს 32-34 გრადუსამდე გათბება. ღამის და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
ყველა ახალი ამბავი
0