ქართული კინოს საგანძური: მაყურებელს რესტავრირებულ ფილმებზე იწვევენ

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიავთანდილ მახარაძე ფილმში "მონანიება"
ავთანდილ მახარაძე ფილმში მონანიება - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2022
გამოწერა
კინომემკვიდრეობა ეროვნული კინოცენტრის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. ეროვნული არქივის კინოდარბაზში რეტროსპექტივა „60-იანი წლების ქართული კინო“ 27 მაისიდან 19 ივნისის ჩათვლით პერიოდში გაიმართება.
საქართველოს ეროვნული კინოცენტრისა და საქართველოს ეროვნული არქივის მიერ ორგანიზებულ კინოჩვენებებზე ციფრულად რესტავრირებული ქართული კინოკლასიკის გამორჩეული ნამუშევრები იქნება წარდგენილი. კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალია.
რეტროსპექტივის ფარგლებში მაყურებელი იხილავს მხატვრულ ფილმებს:
„მაგდანას ლურჯა“ - თენგიზ აბულაძე და რეზო ჩხეიძე;
„ფერიცვალება“ - ლანა ღოღობერიძე;
„თეთრი ქარავანი“ - ელდარ შენგელაია და თამაზ მელიავა;
„გიორგობისთვე“ - ოთარ იოსელიანი;
„ალავერდობა“ - გიორგი შენგელაია;
„ფიროსმანი“ - გიორგი შენგელაია;
„XIX საუკუნის ქართული ქრონიკა" - ალექსანდრე რეხვიაშვილი;
„პირველი მერცხალი“ - ნანა მჭედლიძე;
„შერეკილები“ - ელდარ შენგელაია;
„დიდი მწვანე ველი“ - მერაბ კოკოჩაშვილი;
„ერთი ნახვით შეყვარება“ - რეზო ესაძე;
„მონანიება“ - თენგიზ აბულაძე.
ფილმების აღდგენა ახლახან დასრულდა და მაყურებელი მათ ამ სახით პირველად იხილავს. კინოჩვენებების პარალელურად გაიმართება კინომცოდნე ნინო მხეიძისა და ისტორიკოს ალექსანდრე დაუშვილის ლექცია თემაზე „60-იანი წლების ქართული კინო“.
ეროვნული არქივის კინოდარბაზის მისამართია: ვაჟა-ფშაველას №1.
ყველა ახალი ამბავი
0