https://sputnik-georgia.com/20220527/parki-varketilsi-266947418.html
კალაძემ ვარკეთილში განახლებული პარკი გახსნა - ვიდეო
კალაძემ ვარკეთილში განახლებული პარკი გახსნა - ვიდეო
Sputnik საქართველო
პარკი სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და გათვლილია მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფზე. 27.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-27T23:11+0400
2022-05-27T23:11+0400
2022-05-27T23:45+0400
თბილისი დღეს
თბილისის მერია
კახა კალაძე
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1e/261643968_188:290:1190:853_1920x0_80_0_0_d8d74db9866a57976113cb1aac3cce95.jpg
თბილისი, 27 მაისი – Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ სამგორის რაიონში, ვარკეთილის ხევში 3,5 ჰექტარის ფართობის მქონე განახლებული პარკი გახსნა.პარკის მოწყობის სამუშაოები თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა განახორციელა.თბილისის მერმა შეკრებილებს დღევანდელი დღე მიულოცა და განაცხადა, რომ პარკში ყველა თაობის ადამიანისთვის არის განკუთვნილი ადგილი დასვენებისთვის, გართობისა და განტვირთვისთვის.დედაქალაქის მერმა საზოგადოებას აღნიშნული სივრცის მოფრთხილებისა და დაცვისკენ მოუწოდა.თბილისის მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი რესურსი და მწვანე ნარგავები შენარჩუნდა, შეიქმნა თანამედროვე რეკრეაციული სივრცე, რომელიც პასიური და აქტიური დასვენების ზონებადაა დაყოფილი. პარკის ტერიტორია შეივსო ახალი მწვანე ნარგავებით, დაირგო 1.191 ძირი ხე, 13.930 ძირი ბუჩქი და 14.193 ბალახოვანი მცენარე.ასევე პარკის ტერიტორიაზე მოეწყო მოსასვენებელი სივრცეები, ღია ამფითეატრი, შადრევანი, სასმელი წყლის შადრევნები, სკეიტპარკი, ველობილიკი, გადმოსახედი ბაქანი, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის განკუთვნილი საბავშვო მოედნები, ატრაქციონები, სპორტული მოედნები, ძაღლების სასეირნო და სავარჯიშო სივრცე. განახლდა არსებული საფეხმავლო ხიდი და მდელოს სახით გაჩნდა საპიკნიკო არეალები.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1e/261643968_214:181:1111:853_1920x0_80_0_0_caf1f02ed5227a5a9bb9e6a17545ed19.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , ახალი ამბები
თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , ახალი ამბები
კალაძემ ვარკეთილში განახლებული პარკი გახსნა - ვიდეო
23:11 27.05.2022 (განახლებულია: 23:45 27.05.2022) პარკი სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და გათვლილია მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფზე.
თბილისი, 27 მაისი – Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ სამგორის რაიონში, ვარკეთილის ხევში 3,5 ჰექტარის ფართობის მქონე განახლებული პარკი გახსნა.
პარკის მოწყობის სამუშაოები თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა განახორციელა.
თბილისის მერმა შეკრებილებს დღევანდელი დღე მიულოცა და განაცხადა, რომ პარკში ყველა თაობის ადამიანისთვის არის განკუთვნილი ადგილი დასვენებისთვის, გართობისა და განტვირთვისთვის.
„მეამაყება ის, რომ დაპირება, რაც მოსახლეობას მივეცით, შევასრულეთ. ეს არის ჩვენი მიდგომა, დამოკიდებულება, თუ როგორია დედაქალაქის განვითარება; როგორ წარმოგვიდგენია ხვალინდელი თბილისი – უფრო მწვანე, უფრო კეთილმოწყობილი, განვითარებული, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურითა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ეს არის ჩვენი სიყვარული და პატივისცემა ამ ქალაქისა და აქ მცხოვრები ადამიანების მიმართ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა საზოგადოებას აღნიშნული სივრცის მოფრთხილებისა და დაცვისკენ მოუწოდა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი რესურსი და მწვანე ნარგავები შენარჩუნდა, შეიქმნა თანამედროვე რეკრეაციული სივრცე, რომელიც პასიური და აქტიური დასვენების ზონებადაა დაყოფილი.
პარკის ტერიტორია შეივსო ახალი მწვანე ნარგავებით, დაირგო 1.191 ძირი ხე, 13.930 ძირი ბუჩქი და 14.193 ბალახოვანი მცენარე.
ასევე პარკის ტერიტორიაზე მოეწყო მოსასვენებელი სივრცეები, ღია ამფითეატრი, შადრევანი, სასმელი წყლის შადრევნები, სკეიტპარკი, ველობილიკი, გადმოსახედი ბაქანი, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის განკუთვნილი საბავშვო მოედნები, ატრაქციონები, სპორტული მოედნები, ძაღლების სასეირნო და სავარჯიშო სივრცე. განახლდა არსებული საფეხმავლო ხიდი და მდელოს სახით გაჩნდა საპიკნიკო არეალები.