https://sputnik-georgia.com/20220527/nehameri-putini-266946320.html
ავსტრიის კანცლერი პუტინს ტელეფონით ესაუბრა: ცნობილი გახდა საუბრის შინაარსი
ავსტრიის კანცლერი პუტინს ტელეფონით ესაუბრა: ცნობილი გახდა საუბრის შინაარსი
Sputnik საქართველო
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა ტელეფონით ისაუბრეს, რა დროსაც, სხვა საკითხებთან ერთად... 27.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-27T21:59+0400
2022-05-27T21:59+0400
2023-07-20T15:44+0400
ავსტრია
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/1b/266946294_0:199:2929:1847_1920x0_80_0_0_dbf6838918e745e8c8ec273a21de9385.jpg
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა ტელეფონით ისაუბრეს, რა დროსაც, სხვა საკითხებთან ერთად, ასევე შეეხნენ უკრაინაში არსებულ ვითარებას.როგორც კრემლის პრეს-სამსახური წერს, ლიდერების საუბრისას „მინიშნებული იყო კიევის საბოტაჟზე რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკების პროცესში“.გარდა ამისა, მხარეებმა ასევე განიხილეს სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები. რუსეთის ლიდერის თქმით, იმის მცდელობები, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიწოდებაში სირთულეებზე პასუხისმგებლობა რუსეთს დაეკისროს, უსაფუძვლოა.ლიდერები შეეხნენ გაზის მიწოდების საკითხსაც. როგორც ნეჰამერმა განუცხადა მედიას, პუტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთი შეასრულებს თავის საკონტრაქტო ვალდებულებას ავსტრიისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ.გარდა ამისა, კანცლერის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ის დაარწმუნა, რომ მზადაა, აქტიურად განიხილოს უკრაინასთან პატიმრების გაცვლის საკითხი.რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარები 24 თებერვალს შეიყვანა. პრეზიდენტ პუტინის თქმით, ეს არის „სპეცოპერაცია უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციისთვის“. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ეკონომიკური სანქციები დააწესეს. 24 თებერვლიდან დღემდე უკვე მიღებულია სანქციების ხუთი პაკეტი.
ავსტრია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/1b/266946294_100:0:2829:2047_1920x0_80_0_0_a58c97c2af34654a0858de70553e361f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ავსტრია, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, მსოფლიოს ახალი ამბები
ავსტრია, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა ტელეფონით ისაუბრეს, რა დროსაც, სხვა საკითხებთან ერთად, ასევე შეეხნენ უკრაინაში არსებულ ვითარებას.
როგორც კრემლის პრეს-სამსახური წერს, ლიდერების საუბრისას „მინიშნებული იყო კიევის საბოტაჟზე რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკების პროცესში“.
გარდა ამისა, მხარეებმა ასევე განიხილეს სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები. რუსეთის ლიდერის თქმით, იმის მცდელობები, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიწოდებაში სირთულეებზე პასუხისმგებლობა რუსეთს დაეკისროს, უსაფუძვლოა.
„დაწვრილებით იყო განმარტებული ამ პრობლემების რეალური მიზეზების შესახებ, რომლებიც, მათ შორის, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ანტირუსული სანქციების გამო წარმოიშვა“, — ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
ლიდერები შეეხნენ გაზის მიწოდების საკითხსაც. როგორც ნეჰამერმა განუცხადა მედიას, პუტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთი შეასრულებს თავის საკონტრაქტო ვალდებულებას ავსტრიისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ.
გარდა ამისა, კანცლერის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ის დაარწმუნა, რომ მზადაა, აქტიურად განიხილოს უკრაინასთან პატიმრების გაცვლის საკითხი.
„თუმცა, ნამდვილად არის თუ არა ის მზად მოლაპარაკებებისთვის — ძნელი სათქმელია“, — დაამატა ავსტრიის კანცლერმა.
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარები 24 თებერვალს შეიყვანა. პრეზიდენტ პუტინის თქმით, ეს არის „სპეცოპერაცია უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციისთვის“. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ეკონომიკური სანქციები დააწესეს. 24 თებერვლიდან დღემდე უკვე მიღებულია სანქციების ხუთი პაკეტი.