დარჩება თუ არა საქართველო მარილის გარეშე: უკრაინაში უმსხვილესი საწარმო დაიკეტა

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშიმარილი
მარილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2022
გამოწერა
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. უკრაინული მარილის მომპოვებელი მსხვილი საწარმო „არტიომსოლის“ დახურვა საქართველოში მარილის დეფიციტს არ გამოიწვევს, განაცხადა საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ.
კომპანია „არტიომსოლმა“ რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა, რომ საქმიანობას აჩერებს. როგორც საწარმოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ვიქტორ იურინმა განმარტა, პრობლემა სოლედარიდან პროდუქციის ექსპორტის შეუძლებლობას უკავშირდება. მან ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო საწარმო „არტიომსოლის“ დახურვას უცხოელი მომხმარებლებიც იგრძნობენ.

„არსებობს ალტერნატიული ბაზრები: აზერბაიჯანი, ირანი, საიდანაც შეგვიძლია შემოვიტანოთ მარილი. ქართული ბაზრის რა წილს შეადგენდა მარილი უკრაინიდან, დაზუსტებით ვერ ვიტყვი, მაგრამ ვიცი, რომ ნამდვილად დიდი იყო. მიუხედავად ამისა, მარილის პრობლემები საქართველოში არ იქნება“, — განუცხადა ჭყონიამ „Sputnik–საქართველოს“.

დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, ასეთი მსხვილი საწარმოს გაჩერება მოულოდნელი იყო, მაგრამ იმპორტიორები მიჩვეული არიან ფორსმაჟორულ სიტუაციებში მუშაობას.
„ჩვენ შევძელით სიტუაციის მართვა პანდემიის დროსაც კი, ამიტომ პრობლემები არც ახლა იქნება. შესაძლოა, გარკვეული დისკომფორტი გაჩნდეს, რადგან ქვამარილი არ იქნება, მაგრამ ქვეყანა უმარილოდ ნამდვილად არ დარჩება. მეზობელ სომხეთში იოდირებული მარილის კარგი წარმოებაა“, — განაცხადა მან.
საქართველოს წელიწადში საშუალოდ 60 ტონამდე მარილი შემოაქვს. მარილის ძირითადი იმპორტიორები საქართველოსთვის არიან თურქეთი, უკრაინა, ირანი, აზერბაიჯანი და საბერძნეთი.
სტატისტიკის მიხედვით, 2021 წელს ქვეყანამ 54 ტონაზე მეტი მარილი შემოიტანა, რამაც დაახლოებით 4,7 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს 12,2%-ით ნაკლები იყო 2020 წელთან შედარებით. უკრაინის წილმა იმპორტში 18,6% შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0