ფარცხისიდან მანგლისისკენ მიმავალი გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე მოძრაობა იზღუდება

© photo: Sputnik / Stringerავტომობილები "საცობში"
ავტომობილები საცობში - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2022
გამოწერა
აღმართის დაძლევაში საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპი 13:00 საათზე დაიწყება.
თბილისი, 27 მაისი – Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფარცხისი–მანგლისის საავტომობილო გზის 2–8 კმ მონაკვეთზე 28 მაისს ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე პერიოდულად იქნება შეზღუდული. ამის მიზეზი საავტომობილო სპორტის ფედერაციის ეგიდით გამართული საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპია აღმართის დაძლევაში.
ჩემპიონატის პირველი ეტაპი სტარტს 13:00 საათიდან აიღებს. შეჯიბრების ფარგლებში ორი სავარჯიშო და სამი ჩათვლითი რბოლა უშუალოდ სპეცმონაკვეთზე გაიმართება.
ჩემპიონატი საერთო ჯამში ხუთი ეტაპისგან შედგება. ორგანიზატორებისა და ავტომრბოლელების მთავარი მიზანი ქუჩის რბოლების ოფიციალური შეჯიბრების ფორმატში გადატანაა, რომელიც, ქუჩის რბოლებისგან განსხვავებით, უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებით იმართება და ხელს უწყობს სპორტის განვითარებას.
ყველა ახალი ამბავი
0