https://sputnik-georgia.com/20220527/kolafsi-kriptobazarze-266943197.html
კოლაფსი კრიპტობაზარზე: კრიპტოვალუტის მფლობელებმა 410 მლნ დოლარი იზარალეს
კოლაფსი კრიპტობაზარზე: კრიპტოვალუტის მფლობელებმა 410 მლნ დოლარი იზარალეს
Sputnik საქართველო
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. კრიპტოვალუტების ბაზრის მონაწილეებმა 25 მაისს 410 მილიონ აშშ დოლარზე მეტი დაკარგეს კრიპტოვალუტის ღირებულების დაცემის გამო, რასაც... 27.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-27T19:29+0400
2022-05-27T19:29+0400
2023-07-20T15:44+0400
მსოფლიო დღეს
ეკონომიკა
კრიპტოვალუტა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/10/252333536_0:110:1920:1190_1920x0_80_0_0_656a76619013ae48d9f1f3f44457015b.jpg
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. კრიპტოვალუტების ბაზრის მონაწილეებმა 25 მაისს 410 მილიონ აშშ დოლარზე მეტი დაკარგეს კრიპტოვალუტის ღირებულების დაცემის გამო, რასაც მონიტორინგის სერვის CoinGlass-ის მონაცემები მოწმობს.დღის განმავლობაში ბირჟებმა იძულებით დახურეს 102 ათასი ტრეიდერის ტრანზაქცია. ყველაზე დიდი ლიკვიდაცია პლატფორმა Okex-ზე მოხდა პლატფორმა Ethereum-თან (ETH) წყვილში, რამაც 2,9 მილიონი დოლარი შეადგინა.ყველაზე დიდი ზრალი ინვესტორებს კრიპტოვალუტა ETH-ით ვაჭრობამ მიაყენა — 68 მლნ დოლარი. 54 მლნ დოლარის ზარალი დაფიქსირდა ბიტკოინით ვაჭრობაზე, 2,8 მილიონი დოლარის ზარალი კი ალტკოინ Solana-თი ვაჭრობაზე.ტრეიდერების ზარალი ბაზრის მკვეთრ კოლაფსს უკავშირდება — 26 მაისს მსოფლიოში სიდიდით მეორე კრიპტოვალუტა Ethereum-ის კურსი 2021 წლის ივლისის შემდეგ პირველად დაეცა მინიმუმამდე — 1,7 ათას დოლარამდე; ბიტკოინის ღირებულება 30 ათასი დოლარიდან 28,8 ათასამდე შემცირდა და ამ დრომდე არ აწეულა, ხოლო სოლანას კურსი 23 მაისიდან განაგრძობდა ვარდნას და ამ დროისათვის ის სულ 41,5 ათასი დოლარი ღირს.ბოლო 24 საათის განმავლობაში ვითარება დიდად არ გაუმჯობესებულა — ლიკვიდირებულ იქნა კიდევ 116 ათასი ტრეიდერი, რამაც ჯამურად 382 მლნ დოლარი შეადგინა. მათგან ყველაზე დიდი იყო 3,3 მლნ აშშ დოლარი — ეს იყო ტრანზაქცია ETH-ის USDT-ზე გაცვლაზე.ცოტა ხნით ადრე კრიპტოვალუტის ბაზრის კოლაფსი და ბაზრის გლობალური გადატვირთვა Forbes-ის ანალიტიკოსებმა იწინასწარმეტყველეს. მათი აზრით, UST-ისა და LUNA-ს ჩამოშლა სხვა კრიპტოვალუტების შემცირებას გამოიწვევს, თუმცა მოგვიანებით ციფრული აქტივების კაპიტალიზაცია წინა ღირებულებებს უნდა დაუბრუნდეს. სრულიად შესაძლებელია, შეიქმნას ახალი ინსტრუმენტები, რათა მომავალში ასეთი მკვეთრი ვარდნა თავიდან იყოს აცილებული.მანამდე მილიარდერი უორენ ბაფეტი კრიპტოვალუტებით ვაჭრობას აკრიტიკებდა და აცხადებდა, რომ ბიტკოინს და სხვა ვირტუალურ აქტივებს არანაირი ღირებულება არ გააჩნია, რადგან მათ არავითარი სარგებელი არ მოაქვთ.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/10/252333536_94:0:1826:1299_1920x0_80_0_0_b938663a0bbe43f0a086a2ad78682f33.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეკონომიკა, კრიპტოვალუტა, მსოფლიოს ახალი ამბები
ეკონომიკა, კრიპტოვალუტა, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. კრიპტოვალუტების ბაზრის მონაწილეებმა 25 მაისს 410 მილიონ აშშ დოლარზე მეტი დაკარგეს კრიპტოვალუტის ღირებულების დაცემის გამო, რასაც მონიტორინგის სერვის
CoinGlass-ის მონაცემები მოწმობს.
დღის განმავლობაში ბირჟებმა იძულებით დახურეს 102 ათასი ტრეიდერის ტრანზაქცია. ყველაზე დიდი ლიკვიდაცია პლატფორმა Okex-ზე მოხდა პლატფორმა Ethereum-თან (ETH) წყვილში, რამაც 2,9 მილიონი დოლარი შეადგინა.
ყველაზე დიდი ზრალი ინვესტორებს კრიპტოვალუტა ETH-ით ვაჭრობამ მიაყენა — 68 მლნ დოლარი. 54 მლნ დოლარის ზარალი დაფიქსირდა ბიტკოინით ვაჭრობაზე, 2,8 მილიონი დოლარის ზარალი კი ალტკოინ Solana-თი ვაჭრობაზე.
ტრეიდერების ზარალი ბაზრის მკვეთრ კოლაფსს უკავშირდება — 26 მაისს მსოფლიოში სიდიდით მეორე კრიპტოვალუტა Ethereum-ის კურსი 2021 წლის ივლისის შემდეგ პირველად დაეცა მინიმუმამდე — 1,7 ათას დოლარამდე; ბიტკოინის ღირებულება 30 ათასი დოლარიდან 28,8 ათასამდე შემცირდა და ამ დრომდე არ აწეულა, ხოლო სოლანას კურსი 23 მაისიდან განაგრძობდა ვარდნას და ამ დროისათვის ის სულ 41,5 ათასი დოლარი ღირს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ვითარება დიდად არ გაუმჯობესებულა — ლიკვიდირებულ იქნა კიდევ 116 ათასი ტრეიდერი, რამაც ჯამურად 382 მლნ დოლარი შეადგინა. მათგან ყველაზე დიდი იყო 3,3 მლნ აშშ დოლარი — ეს იყო ტრანზაქცია ETH-ის USDT-ზე გაცვლაზე.
ცოტა ხნით ადრე კრიპტოვალუტის ბაზრის კოლაფსი და ბაზრის გლობალური გადატვირთვა Forbes-ის ანალიტიკოსებმა იწინასწარმეტყველეს. მათი აზრით, UST-ისა და LUNA-ს ჩამოშლა სხვა კრიპტოვალუტების შემცირებას გამოიწვევს, თუმცა მოგვიანებით ციფრული აქტივების კაპიტალიზაცია წინა ღირებულებებს უნდა დაუბრუნდეს. სრულიად შესაძლებელია, შეიქმნას ახალი ინსტრუმენტები, რათა მომავალში ასეთი მკვეთრი ვარდნა თავიდან იყოს აცილებული.
მანამდე მილიარდერი უორენ ბაფეტი კრიპტოვალუტებით ვაჭრობას აკრიტიკებდა და აცხადებდა, რომ ბიტკოინს და სხვა ვირტუალურ აქტივებს არანაირი ღირებულება არ გააჩნია, რადგან მათ არავითარი სარგებელი არ მოაქვთ.