Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

კევინ სპეისის სექსუალური ძალადობის ოთხ საქმეზე ბრალი წაუყენეს

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშიკევინ სპეისი
კევინ სპეისი - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2022
გამოწერა
ამერიკელ მსახიობს კევინ სპეისის სამ მამაკაცზე სექსუალური ძალადობის ოთხ შემთხვევაზე ბრალი წაუყენეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
Кевин Спейси - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2017
მსახიობ კევინ სპეისის სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ
გამოცემა წერს, რომ 62 წლის მსახიობს დიდი ბრიტანეთის პროკურატურამ ბრალი წაუყენა 2005-2013 წლებში მომხდარ შემთხვევებზე.
2017 წლის ნოემბერში ლონდონის თეატრ Old Vic-ის ხელმძღვანელთან მსახიობის წინააღმდეგ ოცამდე ყოფილი და მოქმედი თანამშრომლის საჩივარი შევიდა. დაზარალებულთა თქმით, სპეისიმ მათზე სექსუალურად იძალადა. ინციდენტები 1995-დან 2013 წლამდე პერიოდში მოხდა.
პირველი ბრალდება სპეისის მიმართ მსახიობმა ენტონი რეპმა წამოაყენა გამოცემა „ბაზფიდისთვის” 2017 წელს მიცემულ ინტერვიუში. მან აღწერა, თუ როგორ ცდილობდა კევინ სპეისი მასთან მისთვის არასასურველი სექსუალური კავშირის დამყარებას 1986 წელს, როდესაც რეპი 14 წლის იყო.
ყველა ახალი ამბავი
0