Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„საკუთარ თავს ვეუბნებოდი, ჯენი...“ - ჯენიფერ ენისტონი ბრედ პიტზე ალაპარაკდა

© AFP 2024 / JEAN-BAPTISTE LACROIXჯენიფერ ენისტონი
ჯენიფერ ენისტონი - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2022
გამოწერა
ელენ დეჯენერესის შოუ 19 წლის წლის სწორედ ჯენიფერ ენისტონმა გახსნა, ამიტომ ნამდვილად სიმბოლურია, რომ წამყვანის დასკვნით შოუს კვლავაც ჯენიფერი სტუმრობდა.
გადაცემაში მსახიობმა ბრედ პიტთან განშორების ამბავი გაიხსენა და ელენს სიცილით მოუთხრო: „მე ბრედს დავშორდი და მაშინვე წავედი ფსიქოთერაპევტთან. საკუთარ თავს ვეუბნებოდი, ჯენი, საკმარისია, ეს რაღაც ახლის დასაწყისია–მეთქი და ამ მიდგომამ გაჭრა“.
53 წლის ჯენიფერს საოცრად დახვეწილი და ორიგინალური შავი კაბა ამშვენებდა, რომელიც ქვედაბოლოსა და „ბრას“ კომბინაციას წარმოადგენდა.
ჯენიფერ ენისტონი და ბრედ პიტი ხუთწლიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს 2005 წელს დაშორდნენ. მათი განქორწინება პიტისა და ანჯელინა ჯოლის ნაცნობობას დაემთხვა. მათ სწორედ იმ პერიოდში ერთად ითამაშეს ფილმში „მისტერ და მისის სმიტები“.
ყველა ახალი ამბავი
0