https://sputnik-georgia.com/20220527/henri-kisinjeri-mirotvorecis-sav-siasi-266944239.html
უკრაინამ ჰენრი კისინჯერი „მიროტვორეცის“ „შავ სიაში“ შეიყვანა
უკრაინამ ჰენრი კისინჯერი „მიროტვორეცის“ „შავ სიაში“ შეიყვანა
Sputnik საქართველო
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. უკრაინის ვებ-გვერდმა „მიროტვორეცმა“ („მშვიდობისმყოფელი“) თავის ბაზაში აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, 99 წლის ჰენრი კისინჯერი... 27.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-27T19:44+0400
2022-05-27T19:44+0400
2023-07-20T15:44+0400
მსოფლიო დღეს
უკრაინა
აშშ
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/1b/266944199_503:365:2585:1536_1920x0_80_0_0_75c0a86cc9cdb67bf02b2da534f1d116.jpg
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. უკრაინის ვებ-გვერდმა „მიროტვორეცმა“ („მშვიდობისმყოფელი“) თავის ბაზაში აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, 99 წლის ჰენრი კისინჯერი შეიყვანა უკრაინის წინააღმდეგ „რუსეთის სპეციალურ საინფორმაციო ოპერაციაში მონაწილეობისთვის“.„მიროტვორეცი“ უკრაინის ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ დანაშაულთა ნიშნების, მშვიდობის, კაცობრიობის უსაფრთხოებისა და საერთაშორისო სამართლის კვლევის ცენტრის ინტერნეტ-წარმომადგენლობაა. მის მონაცემთა ბაზაში ჩართვა ზოგჯერ ქვეყანაში შესვლის აკრძალვის მიზეზი ხდება.მონაცემთა ბაზაში კისინჯერი მოხსენიებულია როგორც „უკრაინისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ რუსეთის ხელისუფლების დანაშაულების თანამონაწილე“.ვებ-გვერდის მიხედვით, კისინჯერი, „უკრაინის ტერიტორიის შეკვეცის სანაცვლოდ ავრცელებდა რუსული პროპაგანდისა და შანტაჟის ნარატივებს“.აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰენრი კისინჯერმა მანამდე უკრაინას მოუწოდა, წავიდეს დათმობებზე რუსეთთან და შეწყვიტოს უკრაინაში რუსული ძალების „გამანადგურებელი დამარცხების“ მცდელობა. მისი აზრით, დასავლეთმა უნდა მოახდინოს გავლენა უკრაინაზე სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებისთვის.უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყოფითად შეაფასა ჰენრი კისინჯერის განცხადება. მისი თქმით, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი მოუწოდებს მათ – „რუსეთს უკრაინის ნაჭერი მივცეთ“.„მიროტვორეცის“ განცხადებით, საუბარია უკრაინის ტერიტორიებზე — „მინიმუმ 24 თებერვლის მდგომარეობით, მაქსიმუმ — დონეცკის, ლუგანსკისა და მთელი სამხრეთის, ოდესის ჩათვლით“.„მიროტვორეცის“ სიაში მანამდე ასევე შევიდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, როგორც „ანტიუკრაინული პროპაგანდისტი“.
უკრაინა
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/1b/266944199_0:12:2698:2036_1920x0_80_0_0_03a86ab2a7453d2824b4f0406d70cba4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
უკრაინა , აშშ , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
უკრაინა , აშშ , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. უკრაინის ვებ-გვერდმა „მიროტვორეცმა“ („მშვიდობისმყოფელი“) თავის ბაზაში აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, 99 წლის ჰენრი კისინჯერი
შეიყვანა უკრაინის წინააღმდეგ „რუსეთის სპეციალურ საინფორმაციო ოპერაციაში მონაწილეობისთვის“.
„მიროტვორეცი“ უკრაინის ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ დანაშაულთა ნიშნების, მშვიდობის, კაცობრიობის უსაფრთხოებისა და საერთაშორისო სამართლის კვლევის ცენტრის ინტერნეტ-წარმომადგენლობაა. მის მონაცემთა ბაზაში ჩართვა ზოგჯერ ქვეყანაში შესვლის აკრძალვის მიზეზი ხდება.
მონაცემთა ბაზაში კისინჯერი მოხსენიებულია როგორც „უკრაინისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ რუსეთის ხელისუფლების დანაშაულების თანამონაწილე“.
ვებ-გვერდის მიხედვით, კისინჯერი, „უკრაინის ტერიტორიის შეკვეცის სანაცვლოდ ავრცელებდა რუსული პროპაგანდისა და შანტაჟის ნარატივებს“.
აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰენრი კისინჯერმა მანამდე უკრაინას მოუწოდა, წავიდეს დათმობებზე რუსეთთან და შეწყვიტოს უკრაინაში რუსული ძალების „გამანადგურებელი დამარცხების“ მცდელობა. მისი აზრით, დასავლეთმა უნდა მოახდინოს გავლენა უკრაინაზე სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებისთვის.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყოფითად შეაფასა ჰენრი კისინჯერის განცხადება. მისი თქმით, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი მოუწოდებს მათ – „რუსეთს უკრაინის ნაჭერი მივცეთ“.
„მიროტვორეცის“ განცხადებით, საუბარია უკრაინის ტერიტორიებზე — „მინიმუმ 24 თებერვლის მდგომარეობით, მაქსიმუმ — დონეცკის, ლუგანსკისა და მთელი სამხრეთის, ოდესის ჩათვლით“.
„მიროტვორეცის“ სიაში მანამდე ასევე შევიდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, როგორც „ანტიუკრაინული პროპაგანდისტი“.