https://sputnik-georgia.com/20220527/gamagrilebeli-qafi-266936927.html
შენობების გასაგრილებლად შეიქმნა სპეციალური ქაფი, რომელიც კონდიციონერებს შეცვლის
შენობების გასაგრილებლად შეიქმნა სპეციალური ქაფი, რომელიც კონდიციონერებს შეცვლის
Sputnik საქართველო
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. გერმანელმა და ჩინელმა მეცნიერებმა ხის ცელულოზის ნანოკრისტალებისგან სპეციალური ქაფი შექმნეს შენობების გასაგრილებლად, იუწყება... 27.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-27T20:52+0400
2022-05-27T20:52+0400
2023-07-20T15:44+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24101/86/241018671_0:192:2048:1344_1920x0_80_0_0_460ad90663f7552f2e39f2b1ed89d7e9.jpg
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. გერმანელმა და ჩინელმა მეცნიერებმა ხის ცელულოზის ნანოკრისტალებისგან სპეციალური ქაფი შექმნეს შენობების გასაგრილებლად, იუწყება სამეცნიერო ჟურნალი EurekAlert.სწავლულების თქმით, ამ გამოგონების გამოყენება შესაძლებელია ცხელი კლიმატის რეგიონებში, სადაც მოსახლეობა საკმაოდ დიდ თანხებს ხარჯავს საცხოვრებლების გასაგრილებლად.თუ ქაფს სახლის სახურავსა და გარე კედლებზე დაიტანთ, ის 35,4%-ით შეამცირებს შენობების გაგრილებისთვის საჭირო ელექტროენერგიას.ქაფი ირეკლავს ხილული სინათლის 96%-ს და ამავდროულად შთანთქავს სითბოს 92%-ს.ქაფი არის მსუბუქი, თეთრი ფერის და ეფექტურად ინარჩუნებს სიგრილეს. მასალის თვისებები დადასტურდა მეცნიერების მიერ ჩატარებული ექსპერიმენტით: ქაფი ალუმინის ფოლგით დაფარულ ყუთში მოათავსეს და ცხელ ამინდში მზეზე აიტანეს. ქაფის წყალობით ყუთში ტემპერატურა 9 გრადუსით დაბალი იყო, ვიდრე გარეთ.მიუხედავად იმისა, რომ ცელულოზის შეკუმშვასთან ერთად ქაფის გაგრილების უნარი მცირდება, ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მისი გამოყენება შესაძლებელია ქალაქების გადახურების აღმოსაფხვრელად. ეს არის პრობლემა, რომელზეც ახლა ბევრს მუშაობენ სხვადასხვა დარგის სპეციალისტები. მაგალითად, ავსტრალიაში ამისთვის უკვე აქტიურად გამოიყენება ამრეკლავი სახურავები. გარდა ამისა, ქვეყანაში აიკრძალა მუქი სახურავებით სახლების გადახურვა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24101/86/241018671_0:0:2048:1536_1920x0_80_0_0_4ec3fd9e059a15ee60ef8398231a0d73.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, მსოფლიოს ახალი ამბები
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. გერმანელმა და ჩინელმა მეცნიერებმა ხის ცელულოზის ნანოკრისტალებისგან სპეციალური ქაფი შექმნეს შენობების გასაგრილებლად, იუწყება სამეცნიერო ჟურნალი
EurekAlert. სწავლულების თქმით, ამ გამოგონების გამოყენება შესაძლებელია ცხელი კლიმატის რეგიონებში, სადაც მოსახლეობა საკმაოდ დიდ თანხებს ხარჯავს საცხოვრებლების გასაგრილებლად.
თუ ქაფს სახლის სახურავსა და გარე კედლებზე დაიტანთ, ის 35,4%-ით შეამცირებს შენობების გაგრილებისთვის საჭირო ელექტროენერგიას.
ქაფი ირეკლავს ხილული სინათლის 96%-ს და ამავდროულად შთანთქავს სითბოს 92%-ს.
ქაფი არის მსუბუქი, თეთრი ფერის და ეფექტურად ინარჩუნებს სიგრილეს. მასალის თვისებები დადასტურდა მეცნიერების მიერ ჩატარებული ექსპერიმენტით: ქაფი ალუმინის ფოლგით დაფარულ ყუთში მოათავსეს და ცხელ ამინდში მზეზე აიტანეს. ქაფის წყალობით ყუთში ტემპერატურა 9 გრადუსით დაბალი იყო, ვიდრე გარეთ.
მიუხედავად იმისა, რომ ცელულოზის შეკუმშვასთან ერთად ქაფის გაგრილების უნარი მცირდება, ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მისი გამოყენება შესაძლებელია ქალაქების გადახურების აღმოსაფხვრელად. ეს არის პრობლემა, რომელზეც ახლა ბევრს მუშაობენ სხვადასხვა დარგის სპეციალისტები. მაგალითად, ავსტრალიაში ამისთვის უკვე აქტიურად გამოიყენება ამრეკლავი სახურავები. გარდა ამისა, ქვეყანაში აიკრძალა მუქი სახურავებით სახლების გადახურვა.