ტესტი ფროიდისებურად: როგორ აღიქვამს თქვენი ქვეცნობიერი ცხოვრებას?

© Pixabay / geraltმამაკაცი ხელში ნიღბით
მამაკაცი ხელში ნიღბით - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2022
გამოწერა
„Sputnik-საქართველო“ გთავაზობთ, ჩაიხედოთ თქვენი ქვეცნობიერის იდუმალ ლაბირინთებში და გაერკვეთ საკუთარ თავში.
ამისათვის: მოიმარჯვეთ კალამი და ფურცელი, გათიშეთ ლოგიკა, ჩართეთ წარმოსახვა და ჩაიწერეთ პასუხები ყველა შეკითხვაზე. ჩაწერა აუცილებელია, რათა პასუხების გაშიფრვისას ისინი არ დაგავიწყდეთ.
სხვა საინტერესო და მრავალფეროვანი ტესტები შეგიძლიათ ნახოთ აქ:

წარმოიდგინეთ, რომ:

Закат на Черном море - Sputnik საქართველო
ზღვა

ზღვის პირას დგახართ და შორეთს გასცქერით. რა შეგრძნება გეუფლებათ ამ დროს?

Дикая природа. Человек в джунглях - Sputnik საქართველო
ტყე

თავდახრილი მიდიხართ ტყეში. რას ხედავთ ფეხქვეშ? რა განცდას გგვრით დანახული?

Замерзшее зимой Тбилисское море - Sputnik საქართველო
თოლიები

ხედავთ თოლიების გუნდს. რა შეგრძნებას იწვევს ეს სურათი თქვენში?

ბედაური - Sputnik საქართველო
ცხენები

უყურებთ ცხენების რემას, რომელიც სწრაფად დაქრის. რა ემოცია გეუფლებათ?

Вид на пустыню в Омане - Sputnik საქართველო
უდაბნო

აღმოჩნდით უდაბნოში, სადაც თქვენ წინ უსასრულოდ გრძელი კედელია აღმართული - ბოლო არ უჩანს. ერთ ადგილზე კი პატარა ხვრელია გამოთხრილი, საიდანაც ოაზისი მოჩანს. რას მოიმოქმედებთ?

წყლის სურა - Sputnik საქართველო
წყალი

უდაბნოში დაეხეტებით და მოულოდნელად წყლით სავსე სურას პოულობთ. რას გააკეთებთ?

ქოხი ტყეში - Sputnik საქართველო
სახლი ტყეში

ღამე ტყეში გზა აგებნათ. ხედავთ სახლს, რომელშიც შუქი ანთია. როგორ მოიქცევით?

Автомобили едут в метель по трассе вблизи Новосибирска. - Sputnik საქართველო
ნისლი

ძლიერ ნისლში მოჰყევით. ნისლი იმდენად სქელია, რომ კაცი თვალთან თითს ვერ მიიტანს. რას იზამთ?

გაშიფრეთ ტესტის პასუხები

პასუხი პირველ შეკითხვაზე ასახავს თქვენს დამოკიდებულებას ცხოვრებისადმი, თქვენს ემოციებსა და სურვილებს.
პასუხი მეორე შეკითხვაზე ასახავს მდგომარეობას, როგორც გრძნობთ თავს ოჯახში.
პასუხი მესამე შეკითხვაზე — ეს თქვენი დამოკიდებულებაა ქალებისადმი.
პასუხი მეოთხე შეკითხვაზე — ასეთია თქვენი დამოკიდებულება მამაკაცებისადმი.
პასუხი მეხუთე შეკითხვაზე — ასეთია თქვენი სტრატეგია პრობლემების გადაჭრისას.
პასუხი მეექვსე შეკითხვაზე მიუთითებს, როგორ არჩევთ სექსუალურ პარტნიორს.
პასუხი მეშვიდე შეკითხვაზე გაგარკვევთ, რამდენად ხართ მზად ქორწინებისა და ოჯახის შექმნისთვის.
პასუხი მერვე შეკითხვაზე — ასეთია თქვენი დამოკიდებულება სიკვდილის მიმართ.
ყველა ახალი ამბავი
0