https://sputnik-georgia.com/20220527/diasporis-warmomadgenlebi-parlamentshi-prezidentis-iniciativa-266937274.html
დიასპორის წარმომადგენლები პარლამენტში - პრეზიდენტის ინიციატივა
დიასპორის წარმომადგენლები პარლამენტში - პრეზიდენტის ინიციატივა
Sputnik საქართველო
სალომე ზურაბიშვილის აზრით, იმისთვის, რომ ქვეყანასა და ქართულ დიასპორას შორის კავშირი არ გაწყდეს, აუცილებელია ორმაგი მოქალაქეობის მიღების პროცედურის... 27.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-27T16:52+0400
2022-05-27T16:52+0400
2022-05-27T20:41+0400
საქართველო
ქართული დიასპორა
საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/09/265868189_0:160:2400:1510_1920x0_80_0_0_0e105f207cb62eaed7aef959b166036f.jpg
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოდის ინიციატივით, რომ პარლამენტში ქართული დიასპორის ინტერესების წარმომადგენლები იყვნენ. ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე განაცხადა.თბილისში დღეს, 27 მაისს გაიხსნა ფორუმი „ ქართული დიასპორა საქართველოს ევროპული მომავლისთვის“.პრეზიდენტის თქმით, საზღვარგარეთ 1 მლნ-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს, მაგრამ არჩევნებში მხოლოდ რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობს. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო კენჭისყრის სრულად პროპორციულ სისტემაზე გადადის, აუცილებელია, რომ პარტიების სიაში წარმოდგენილი იყვნენ დიასპორებიც.„დღეს არსებობს ელექტრონული ფორმით არჩევნებში მონაწილეობის მიღების საშუალება. ჩვენს ქვეყანაში ეს ბოლო არჩევნების დროს გამოვცადეთ და ალბათ დადგა დრო, რომ გადავიდეთ ამ საშუალების გამოყენებაზე, რათა უცხოეთში მყოფ ქართველებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცეთ“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.ზურაბიშვილმა ასევე წამოაყენა ინიციატივა უცხოეთში მყოფი ქართველებისთვის გაიხსნას „ვირტუალური სახლი“, რომელიც დიასპორის ინტერესების გათვალისწინებით იმუშავებს.„არ არის აუცილებელი, რომ ეს იყოს შენობა. ვირტუალური დიასპორის სახლი უნდა იყოს საქართველოში, რომელიც ერთი ფანჯრის პრინციპით იმუშავებს ყველა იმ საკითხზე, რომელიც დიასპორას ექნება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.პრეზიდენტი ასევე შეეხო დიასპორის წარმომადგენლებისთვის ქართული პასპორტის აღების პროცედურის გამარტივებას. მისი აზრით, იმისთვის, რომ ქვეყანასა და ქართულ დიასპორას შორის კავშირი არ გაწყდეს, აუცილებელია ორმაგი მოქალაქეობის მიღების პროცედურის გამარტივება.ზურაბიშვილის თქმით, დიასპორა უცხოეთში საქართველოს ძალას წარმოადგენს, რაც ძალზე მნიშვნელოვანია ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/09/265868189_323:129:2284:1600_1920x0_80_0_0_5dcbdb707a01717bb2185f286366b60e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართული დიასპორა, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ქართული დიასპორა, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
დიასპორის წარმომადგენლები პარლამენტში - პრეზიდენტის ინიციატივა
16:52 27.05.2022 (განახლებულია: 20:41 27.05.2022) სალომე ზურაბიშვილის აზრით, იმისთვის, რომ ქვეყანასა და ქართულ დიასპორას შორის კავშირი არ გაწყდეს, აუცილებელია ორმაგი მოქალაქეობის მიღების პროცედურის გამარტივება.
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოდის ინიციატივით, რომ პარლამენტში ქართული დიასპორის ინტერესების წარმომადგენლები იყვნენ. ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე განაცხადა.
თბილისში დღეს, 27 მაისს გაიხსნა ფორუმი „ ქართული დიასპორა საქართველოს ევროპული მომავლისთვის“.
„მე არაერთხელ ვახსენე ამ ინიციატივის შესახებ. მართალია, ეს პარტიისა და პარლამენტის ხელშია... აუცილებელია, რომ დიასპორას პარლამენტში საკუთარი ინტერესების წარმომადგენელი ჰყავდეს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, საზღვარგარეთ 1 მლნ-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს, მაგრამ არჩევნებში მხოლოდ რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობს. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო კენჭისყრის სრულად პროპორციულ სისტემაზე გადადის, აუცილებელია, რომ პარტიების სიაში წარმოდგენილი იყვნენ დიასპორებიც.
„დღეს არსებობს ელექტრონული ფორმით არჩევნებში მონაწილეობის მიღების საშუალება. ჩვენს ქვეყანაში ეს ბოლო არჩევნების დროს გამოვცადეთ და ალბათ დადგა დრო, რომ გადავიდეთ ამ საშუალების გამოყენებაზე, რათა უცხოეთში მყოფ ქართველებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცეთ“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილმა ასევე წამოაყენა ინიციატივა უცხოეთში მყოფი ქართველებისთვის გაიხსნას „ვირტუალური სახლი“, რომელიც დიასპორის ინტერესების გათვალისწინებით იმუშავებს.
„არ არის აუცილებელი, რომ ეს იყოს შენობა. ვირტუალური დიასპორის სახლი უნდა იყოს საქართველოში, რომელიც ერთი ფანჯრის პრინციპით იმუშავებს ყველა იმ საკითხზე, რომელიც დიასპორას ექნება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტი ასევე შეეხო დიასპორის წარმომადგენლებისთვის ქართული პასპორტის აღების პროცედურის გამარტივებას. მისი აზრით, იმისთვის, რომ ქვეყანასა და ქართულ დიასპორას შორის კავშირი არ გაწყდეს, აუცილებელია ორმაგი მოქალაქეობის მიღების პროცედურის გამარტივება.
ზურაბიშვილის თქმით, დიასპორა უცხოეთში საქართველოს ძალას წარმოადგენს, რაც ძალზე მნიშვნელოვანია ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა.