დღეს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს

© Parliament of Georgiaპარლამენტის სხდომა
პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2022
გამოწერა
საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის მეთაურს და მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე წევრს ელოდებიან.
თბილისი, 27 მაისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის შენობაში შესაძლო პროვოკაციების პრევენციის მიზნით დღეს დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს, იუწყება პარლამენტის პრეს-სამსახური.
უწყების განმარტებით, აღნიშნული ღონისძიების მიზანი შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფაა.

„საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი, გარდა მედიის წარმომადგენლებისა“, – ნათქვამია პარლამენტის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

დღეს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით მთავრობის ოთხ წევრს, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმენენ.
კანონმდებლების წინაშე, მთავრობის მეთაურის გარდა, წარდგებიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე.
ყველა ახალი ამბავი
0