https://sputnik-georgia.com/20220527/basilashvili-saprangetis-gia-pirvelobas-gamoetisha-266926492.html
ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ღია პირველობას გამოეთიშა
ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ღია პირველობას გამოეთიშა
ქართველმა ჩოგბურთელმა „როლან გაროსის" პირველ წრეში ამერიკელი მაქსიმ კრესი დაამარცხა, მაგრამ მეორე წრე ვეღარ გაიარა. 27.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-27T12:26+0400
2022-05-27T12:26+0400
2022-05-27T17:12+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1a/252422426_0:85:3071:1812_1920x0_80_0_0_1e9735c624000d2ded14232e5bf48981.jpg
თბილისი, 27 მაისი – Sputnik. ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ღია პირველობას მეორე წრიდან გამოეთიშა.„დიდი სლემის“ სერიის ტურნირზე - „როლან გაროსზე“ 22-ე ნომრად განთესილი საქართველოს პირველი ჩოგანი მეორე წრის შეხვედრაში ამერიკელ მაკენზი მაკდონალდთან სამ სეტში ანგარიშით 3:6, 0:6, 4:6 დამარცხდა.ნიკოლოზ ბასილაშვილმა ორი წაგებული სეტის შემდეგ ბრეიკი შეასრულა და თამაშში დარჩენა სცადა, თუმცა მაკდონალდმა ქართველი ჩოგბურთელის ჩაწოდებაზე ორჯერ მოიგო და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.ბასილაშვილმა მატჩი 3 ეისითა და 6 ორმაგი შეცდომით დაასრულა. 33 გათამაშება მოიგო და 52 უნებლიე შეცდომა დაუშვა. ქართველმა ჩოგბურთელმა 6 ბრეიკ-პოინტიდან 2 გამოიყენა, თავად კი ჩაწოდება 7-ჯერ დათმო.ქართველი ჩოგბურთელი „როლან გაროსის" პირველ წრეში ამერიკელ მაქსიმ კრესის შეხვდა. საქართველოს პირველმა ჩოგანმა მასთან შეხვედრაში პირველი ორი სეტი დათმო, მაგრამ საბოლოოდ ანგარიშით 3:6, 2:6, 7:6, 6:4, 6:4 იმარჯვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1a/252422426_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_82ff037d557d34430568bd9e8e07f183.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ღია პირველობას გამოეთიშა
12:26 27.05.2022 (განახლებულია: 17:12 27.05.2022) ქართველმა ჩოგბურთელმა „როლან გაროსის" პირველ წრეში ამერიკელი მაქსიმ კრესი დაამარცხა, მაგრამ მეორე წრე ვეღარ გაიარა.
თბილისი, 27 მაისი – Sputnik. ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ღია პირველობას მეორე წრიდან გამოეთიშა.
„დიდი სლემის“ სერიის ტურნირზე - „როლან გაროსზე“ 22-ე ნომრად განთესილი საქართველოს პირველი ჩოგანი მეორე წრის შეხვედრაში ამერიკელ მაკენზი მაკდონალდთან სამ სეტში ანგარიშით 3:6, 0:6, 4:6 დამარცხდა.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ორი წაგებული სეტის შემდეგ ბრეიკი შეასრულა და თამაშში დარჩენა სცადა, თუმცა მაკდონალდმა ქართველი ჩოგბურთელის ჩაწოდებაზე ორჯერ მოიგო და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
ბასილაშვილმა მატჩი 3 ეისითა და 6 ორმაგი შეცდომით დაასრულა. 33 გათამაშება მოიგო და 52 უნებლიე შეცდომა დაუშვა. ქართველმა ჩოგბურთელმა 6 ბრეიკ-პოინტიდან 2 გამოიყენა, თავად კი ჩაწოდება 7-ჯერ დათმო.
ქართველი ჩოგბურთელი „როლან გაროსის" პირველ წრეში ამერიკელ მაქსიმ კრესის შეხვდა. საქართველოს პირველმა ჩოგანმა მასთან შეხვედრაში პირველი ორი სეტი დათმო, მაგრამ საბოლოოდ ანგარიშით 3:6, 2:6, 7:6, 6:4, 6:4 იმარჯვა.