ხეტყის უკანონო ჭრა: რომელ რეგიონში გამოვლინდა ყველაზე მეტი ფაქტი

© Pixabay / 947051ხეტყის ჭრა
ხეტყის ჭრა - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2022
გამოწერა
იმ ფაქტების შესახებ მასალები, რომლებიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხეტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების 23 ფაქტი გამოავლინეს, მათგან 9 შემთხვევა კახეთის რეგიონში დაფიქსირდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დარღვევები ასევე გამოვლინდა ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში. ჯამში ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 203 ერთეული მრგვალი ხეტყე (მორი), 27 კუბურ მეტრამდე მოცულობის საშეშე მერქანი და 6,3 კუბური მეტრი მოცულობის ფიცარი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამართალდარღვევების შესახებ დოკუმენტაცია შეადგინეს და შესაბამის უწყებებში გადაგზავნეს.
ბრძოლა ხეტყის ჭრასთან
საქართველოს ხელისუფლებამ 2018 წლის ივლისის ბოლოს გამოაცხადა, რომ უკომპრომისო ბრძოლას იწყებს ტყის უკანონო ჭრასთან.
პრობლემის მოსაგვარებლად სატყეო სააგენტო ხეტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის. კერძოდ, სააგენტო ორგანიზებულად ახორციელებს ხეტყის დამზადებას, დახარისხებასა და დასაწყობებას ე.წ. საქმიან ეზოებში. ასეთი 26 „საქმიანი ეზო“ უკვე მოეწყო იმერეთში, გურიაში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში, კახეთსა და შიდა ქართლში.
საქართველოში კომპანიები ტყის რესურსებს ნებართვის გარეშე ვეღარ გამოიყენებენ>>>
ეტაპობრივად გაუქმდება ე.წ. სოციალური ჭრები – როდესაც მოსახლეობას შეეძლო ხეების მოჭრაზე ლიცენზიის მიღება.
„საქმიანი ეზოები“, რომელთა საერთო რაოდენობა მომავალში 91-ს მიაღწევს, სატყეო რეფორმის ფარგლებში მოეწყო და იგი ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ ინტენსიურად ხორციელდება. „საქმიანი ეზოები“ ვიდეო-სამეთვალყურეო აპარატურითაა აღჭურვილი, რაც ხელს უწყობს ობიექტებზე კონტროლისა და უსაფრთხოების წესების გაძლიერებას.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მილიონ ჰექტარს იკავებს, საიდანაც 2,7 მილიონი ჰექტარი დაფარულია ტყეებით, რომლებიც ქვეყნის საერთო ტერიტორიის 40%-ს შეადგენს.
საქართველოში ხეტყის ჭრა დაშვებულია მხოლოდ სპეციალურ ტერიტორიაზე და ისიც კონკრეტული ხეების. ხეტყის უკანონო მოჭრა ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით – თუ საუბარია იშვიათ ხეებზე ან ხეტყის ჭრაზე ნაკრძალში.
ყველა ახალი ამბავი
0