https://sputnik-georgia.com/20220526/tvinis-superioga-266914096.html
ტვინის სუპერიოგა: მარტივი ვარჯიში გონების გასაძლიერებლად
ტვინის სუპერიოგა: მარტივი ვარჯიში გონების გასაძლიერებლად
Sputnik საქართველო
ადამიანის ტვინი უზარმაზარ პოტენციალს ფლობს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, როგორ უნდა გაზარდოს მისი აქტიურობა. შესაბამისად, კაცობრიობის უდიდესი ნაწილი ტვინის რესურსის... 26.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-26T16:53+0400
2022-05-26T16:53+0400
2023-08-17T10:48+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24093/36/240933684_0:100:1921:1180_1920x0_80_0_0_bd1908220a329c18feaa848e0f0dd63b.jpg
თუ თქვენც იმათ რიცხვს მიეკუთვნებით, ვისაც საკუთარი გონებრივი შესაძლებლობების გაძლიერება სურს ტვინის გააქტიურებით, აუცილებლად უნდა გაეცნოთ სუპერიოგას ტვინისთვის. ეს ვარჯიში შესამჩნევად ავითარებს ინტელექტს.რა არის სუპერიოგა ტვინისთვის?ეს უბრალო, მარტივი, მაგრამ ძალზე ეფექტური ტექნიკაა ტვინის გააქტიურებისა და გადატვირთვისთვის. ეს მეთოდიკა გამოსცადეს იმ უმცროსკლასელებთან, რომლებსაც ყურადღების დეფიციტის, ჰიპერაქტიურობისა თუ განვითარებაში ჩამორჩენილობის პრობლემები ჰქონდათ. კვლევებით დადგინდა, რომ ამგვარი ტექნიკა ტვინის აქტიურობას უწყობს ხელს.მაშ ასე, როგორ უნდა ვივარჯიშოთ:რა სარგებლობა მოაქვს ამ მეთოდიკას?ადამიანები, რომლებიც ტვინის სუპერიოგას მისდევენ, ირწმუნებიან, რომ ეს ვარჯიშები, გარდა ტვინის გააქტიურებისა, სტრესის მოხსნასაც უწყობს ხელს. უფრო მეტიც, სუპერ-იოგის სახელმძღვანელოში წერია, რომ მეთოდიკა მოზარდებს სექსუალური ვნებების გაკონტროლებაშიც დაეხმარება.მართალია, აღნიშნული მეთოდიკა ჯერ კიდევ მეცნიერული შესწავლის სტადიაზეა, მაგრამ მისი ბევრი მიმდევარი აღნიშნავს, რომ დადებითი შედეგები რეგულარული ვარჯიშების დაწყებიდან მოკლე ხანში შეინიშნება.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24093/36/240933684_106:0:1813:1280_1920x0_80_0_0_2b7bef5825abe64e2dddf0a06ff7c636.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
ტვინის სუპერიოგა: მარტივი ვარჯიში გონების გასაძლიერებლად
16:53 26.05.2022 (განახლებულია: 10:48 17.08.2023) ადამიანის ტვინი უზარმაზარ პოტენციალს ფლობს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, როგორ უნდა გაზარდოს მისი აქტიურობა. შესაბამისად, კაცობრიობის უდიდესი ნაწილი ტვინის რესურსის მხოლოდ მცირე ნაწილს იყენებს.
თუ თქვენც იმათ რიცხვს მიეკუთვნებით, ვისაც საკუთარი გონებრივი შესაძლებლობების გაძლიერება სურს ტვინის გააქტიურებით, აუცილებლად უნდა გაეცნოთ სუპერიოგას ტვინისთვის. ეს ვარჯიში შესამჩნევად ავითარებს ინტელექტს.
რა არის სუპერიოგა ტვინისთვის?
ეს უბრალო, მარტივი, მაგრამ ძალზე ეფექტური ტექნიკაა ტვინის გააქტიურებისა და გადატვირთვისთვის. ეს მეთოდიკა გამოსცადეს იმ უმცროსკლასელებთან, რომლებსაც ყურადღების დეფიციტის, ჰიპერაქტიურობისა თუ განვითარებაში ჩამორჩენილობის პრობლემები ჰქონდათ. კვლევებით დადგინდა, რომ ამგვარი ტექნიკა ტვინის აქტიურობას უწყობს ხელს.
მაშ ასე, როგორ უნდა ვივარჯიშოთ:
მოიხსენით ყველა სამკაული და დადექით სახით აღმოსავლეთისკენ. თუ ასაკოვანი ხართ, შებრუნდით ჩრდილოეთისკენ.
მიადეთ ენა სასას და ასე გეჭიროთ ვარჯიშის დასრულებამდე.
მოჰკიდეთ მარჯვენა ხელის საჩვენებელი და ცერა თითები მარცხენა ყურის ბიბილოს ისე, რომ ცერა თითი ბიბილოს წინა მხარეს მოხვდეს.
გადაატარეთ მარცხენა ხელი მარჯვენას და იგივე გააკეთეთ მარჯვენა ყურის ბიბილოზე.
ჩაისუნთქეთ ცხვირით ნელა და ღრმად და დაჯექით იატაკზე.
ადექით და ისევ ცხვირით ამოისუნთქეთ.
გაიმეორეთ ჩასუნთქვა-ჩაჯდომა და ადგომა-ამოსუნთქვა 14-ჯერ. არ დაგავიწყდეთ, რომ ენა სასაზე უნდა გქონდეთ მიდებული, ხოლო თითები კვლავინდებურად ყურის ბიბილოებზე უნდა გეჭიროთ.
რა სარგებლობა მოაქვს ამ მეთოდიკას?
ადამიანები, რომლებიც ტვინის სუპერიოგას მისდევენ, ირწმუნებიან, რომ ეს ვარჯიშები, გარდა ტვინის გააქტიურებისა, სტრესის მოხსნასაც უწყობს ხელს. უფრო მეტიც, სუპერ-იოგის სახელმძღვანელოში წერია, რომ მეთოდიკა მოზარდებს სექსუალური ვნებების გაკონტროლებაშიც დაეხმარება.
მართალია, აღნიშნული მეთოდიკა ჯერ კიდევ მეცნიერული შესწავლის სტადიაზეა, მაგრამ მისი ბევრი მიმდევარი აღნიშნავს, რომ დადებითი შედეგები რეგულარული ვარჯიშების დაწყებიდან მოკლე ხანში შეინიშნება.