https://sputnik-georgia.com/20220526/saqartvelos-droshis-perebshi-msoplios-girsshesanishnaobebi-ganatdeba-266909195.html
საქართველოს დროშის ფერებში განათებული მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობები
საქართველოს დროშის ფერებში განათებული მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობები
Sputnik საქართველო
დღეს თემატური ღონისძიებები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გაიმართება. 26.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-26T13:53+0400
2022-05-26T13:53+0400
2022-05-26T17:15+0400
საქართველო
პოლიტიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/12/250084676_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_d8c58170794edab639f5a3b17f66216c.jpg
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აღინიშნება, ღონისძიებები ორგანიზებულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უცხოეთში ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ.საქართველოს 26 მაისს დამოუკიდებლობის აღდგენის 31-ე წლისთავს აღნიშნავს. საგარეო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ტრადიციულად საქართველოს დროშის ფერებში განათდება მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობები. წელს პირველად მათ რიცხვს დაემატა ალექსანდრიის ბიბლიოთეკა ეგვიპტეში.გარდა ამისა, საქართველოს დროშის ფერებში განათდება კანადაში ნიაგარის ჩანჩქერი, ავსტრალიის ეროვნული კარილონის შენობა, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ADNOC-ის შენობა, სამხრეთ კორეაში ქალაქ სეულის მერიის შენობა, საუდის არაბეთში Kingdom Cente-ის შენობა და მსოფლიოს სხვა ღირსშესანიშნაობები.საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ბრიუსელის სიმბოლოს, ცნობილი ქანდაკების Manneken-Pis ქართული ჩოხით შემოსვის ცერემონია გაიმართება. ნიუ-იორკში კი საქართველოს დროშის აღმართვის საზეიმო ცერემონია შედგება. ჩინეთსა და რუმინეთში შოთა რუსთაველის ბიუსტის გახსნა იგეგმება. მექსიკის დედაქალაქის ემბლემატურ მუზეუმში ნაჩვენები იქნება ფილმი „დემოკრატიული მმართველობის ისტორია საქართველოში“. ჩეხეთის ერთ-ერთ უნივერსიტეტში კი შოთა რუსთაველის სახელობის კაბინეტი გაიხსნება.დღეს თემატური გამოფენები გაიმართება ბელგიაში, დიდ ბრიტანეთში, ლიტვაში, გერმანიაში, სერბეთში, იაპონიასა და კატარში.საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავენ ასევე შვეიცარიაში, ფინეთში, უნგრეთში, არგენტინაში, იტალიაში, საბერძნეთში, ვატიკანში, ესპანეთში, პორტუგალიაში, პოლონეთში, შვედეთში, ნიდერლანდში, ავსტრიაში, დანიაში, ლატვიაში, ბელარუსში, ბულგარეთში, ქუვეითში, ყაზახეთში, იორდანიაში, თურქეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/12/250084676_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_94885b5cc8f4f2404abeeaf04c9d118e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოს დროშის ფერებში განათებული მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობები
13:53 26.05.2022 (განახლებულია: 17:15 26.05.2022) დღეს თემატური ღონისძიებები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გაიმართება.
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აღინიშნება, ღონისძიებები ორგანიზებულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უცხოეთში ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ.
საქართველოს 26 მაისს დამოუკიდებლობის აღდგენის 31-ე წლისთავს აღნიშნავს. საგარეო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ტრადიციულად საქართველოს დროშის ფერებში განათდება მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობები. წელს პირველად მათ რიცხვს დაემატა ალექსანდრიის ბიბლიოთეკა ეგვიპტეში.
გარდა ამისა, საქართველოს დროშის ფერებში განათდება კანადაში ნიაგარის ჩანჩქერი, ავსტრალიის ეროვნული კარილონის შენობა, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ADNOC-ის შენობა, სამხრეთ კორეაში ქალაქ სეულის მერიის შენობა, საუდის არაბეთში Kingdom Cente-ის შენობა და მსოფლიოს სხვა ღირსშესანიშნაობები.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ბრიუსელის სიმბოლოს, ცნობილი ქანდაკების Manneken-Pis ქართული ჩოხით შემოსვის ცერემონია გაიმართება. ნიუ-იორკში კი საქართველოს დროშის აღმართვის საზეიმო ცერემონია შედგება.
ჩინეთსა და რუმინეთში შოთა რუსთაველის ბიუსტის გახსნა იგეგმება. მექსიკის დედაქალაქის ემბლემატურ მუზეუმში ნაჩვენები იქნება ფილმი „დემოკრატიული მმართველობის ისტორია საქართველოში“. ჩეხეთის ერთ-ერთ უნივერსიტეტში კი შოთა რუსთაველის სახელობის კაბინეტი გაიხსნება.
დღეს თემატური გამოფენები გაიმართება ბელგიაში, დიდ ბრიტანეთში, ლიტვაში, გერმანიაში, სერბეთში, იაპონიასა და კატარში.
საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავენ ასევე შვეიცარიაში, ფინეთში, უნგრეთში, არგენტინაში, იტალიაში, საბერძნეთში, ვატიკანში, ესპანეთში, პორტუგალიაში, პოლონეთში, შვედეთში, ნიდერლანდში, ავსტრიაში, დანიაში, ლატვიაში, ბელარუსში, ბულგარეთში, ქუვეითში, ყაზახეთში, იორდანიაში, თურქეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.