საქართველომ მსოფლიო ბანკთან შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

© photo: Sputnik / Stringerთბილისის ხედი
თბილისის ხედი - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2022
გამოწერა
საქართველო გადახდებს მიიღებს ტრანშების სახით მხოლოდ კონკრეტული პროგრამებისთვის, რომლებიც შეთანხმებული თარიღისთვის შედეგზე იქნება ორიენტირებული.
თბილისი, 26 მაისი – Sputnik. პარლამენტმა მოახდინა საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის სასესხო შეთანხმების რატიფიცირება, რომლის ფარგლებშიც IBRD-დან საქართველოსთვის 358,5 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი გამოიყო.
დოკუმენტის თანახმად, საქართველო მიიღებს კრედიტს ადამიანური კაპიტალის განვითარების მიზნით კონკრეტული პროგრამებისთვის რამდენიმე ტრანშად, ასევე კონკრეტული პროგრამების შესრულების შემთხვევაში.

პროგრამა მიზნად ისახავს, რომ საქართველოში ადამიანური კაპიტალის მიწოდების სისტემა გახდეს უფრო ეფექტური და ინკლუზიური. აღნიშნული პროგრამა წარმოადგენს რეფორმების ნაწილს სამ სექტორში: განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა.

საქართველო გადახდებს მიიღებს ტრანშების სახით მხოლოდ კონკრეტული პროგრამებისთვის, რომლებიც შეთანხმებული თარიღისთვის შედეგზე იქნება ორიენტირებული.
პროგრამებს შორისაა 2025 წლისთვის სკოლების დაფინანსების ერთიანი მოდელის შექმნა, 2023 წლისთვის მომწოდებლებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის რისკების გაზიარების შესახებ ხელშეკრულების დადება, რომლის თანახმად ყოველწლიურად ბაზარზე შესული წამლების მინიმუმ ნახევარი უნდა იყოს ახალი წამლები.
ასევე მოთხოვნებს შორისაა სახელმწიფოსა და ბანკებს შორის ხელშეკრულების გაფორმება სახელმწიფოს მიერ ან სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამით დაფინანსებული მედიკამენტების ფასებზე 2023 წლის ბოლომდე, საქართველოში მრავალშვილიანი ოჯახების სრული კვლევა და მათთვის დახმარების გაწევა.
გარდა ამისა, საქართველო მიიღებს თანხას სოციალური მომსახურების სააგენტოსგან დახმარების მიღების სისტემის სრული გაციფრულების მიზნით.
სასესხო ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს თანხის გამოყოფას სკოლების ავტორიზაციაზე, ამასთან 2023 წლის ბოლომდე მინიმუმ 600 სკოლა უნდა იყოს ავტორიზებული.
ხელშეკრულება აგრეთვე ითვალისწინებს 2024 წლისთვის საქართველოს უნივერსიტეტებში მიღების ახალ სისტემაზე გადასვლას, რომელიც დაფუძნებული იქნება სკოლების შეფასებებსა და უნივერსიტეტის მოთხოვნებზე.
პროგრამა ასევე ითვალისწინებს მაღალმთიან რაიონებში საბავშვო ბაღების მშენებლობის დაფინანსებას, სოფლად მცხოვრებთა და სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის ცალკეული დაავადებების მკურნალობის პროგრამებს, სახელმწიფო დაზღვევის პირობების გაუმჯობესებას და დასაქმებას, სოფლის ამბულატორიებსა და პოლიკლინიკებში ელექტრონული სისტემების განვითარებას.
წყარო - პარლამენტი
ყველა ახალი ამბავი
0