Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი მზად არიან ოპრა უინფრის ახალი სკანდალური ინტერვიუ მისცენ

© AP Photo / Steve Parsonsმეგან მარკლი და პრინცი ჰარი
მეგან მარკლი და პრინცი ჰარი - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2022
გამოწერა
ამჯერად სასექსელები აპირებენ ყურადღება გაამახვილონ არა სამეფო ოჯახის უსიამოვნო საიდუმლოებებზე, არამედ წყვილის შესახებ მრავალი ნეგატიური პუბლიკაციების „ზარალის გათანაბრებაზე“.
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი მზად არიან ჟურნალისტ ოპრა უინფრის ახალი ინტერვიუ მისცენ. ამის შესახებ გაზეთი Express წერს წყაროზე დაყრდნობით. გამოცემის ინფორმაციით, წყვილმა უკვე დაამყარა კონტაქტი ოპრა უინფრის გუნდთან. ამჯერად სასექსელების მთავარი მიზანი არ არის უინძორის სასახლის მახინჯი საიდუმლოებების გამჟღავნება. წყვილს მობეზრდა უამრავი ნეგატიური პუბლიკაცია და მათ მიმართ ბრალდებები და სურთ ინტერვიუების დახმარებით გაანეიტრალონ მათთვის მიყენებული ზიანი.
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2022
ყვითელი ამბები
მეგან მარკლისა და პრინც ჰარის რომანტიკული კოცნა პოლოს მატჩის დროს - ფოტო
როცა სასექსელებმა ბოლო ინტერვიუ მისცეს ოპრა უინფრის (2021 წლის მარტში), მათ სამეფო ოჯახი დაადანაშაულეს რასიზმში, ასევე დაადანაშაულეს მეგან მარკლის მორალური ჯანმრთელობისადმი გულგრილობაში, როდესაც ის თვითმკვლელობაზე ფიქრობდა.
ინტერვიუს შემდეგ მალევე გარდაიცვალა ედინბურგის ჰერცოგი ფილიპი, ელისაბედ II-ის ქმარი, რომელიც რამდენიმე თვეში 100 წლის ხდებოდა. ივნისის დასაწყისში სასექსელები ლონდონში დიდი ბრიტანეთის დედოფლის პლატინის იუბილეს დაესწრებიან, მაგრამ სამეფო ოჯახის სხვა წევრებთან ერთად სასახლის აივანზე არ დადგებიან. 2022 წლის გაზაფხულზე მათ განაცხადეს, რომ აპირებენ გადაიღონ დოკუმენტური ფილმი Netflix-თან ერთად მათი ცხოვრების შესახებ. გარდა ამისა, მსოფლიო ჯერ კიდევ ელოდება პრინც ჰარის მემუარების გამოქვეყნებას, სადაც ის, სავარაუდოდ, უინძორების ახალ საიდუმლოებებს გაამხელს.
ყველა ახალი ამბავი
0