პოლიეთილენის პარკების პრობლემა ჯერ კიდევ აქტუალურია: საქართველოში დარღვევები დაფიქსირდა

© photo: Sputnikაკრძალული პარკები
აკრძალული პარკები - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2022
გამოწერა
მუნიციპალიტეტებმა სავაჭრო ქსელებიდან უნდა ამოიღონ პოლიეთილენის პარკები და შეამოწმონ ობიექტები, განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა ერთ თვეში საქართველოში პოლიეთილენის პარკების 60 წარმოება დახურეს, მაგრამ სიტუაციის სრული გაკონტროლება ვერ ხერხდება, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები პარკების მწარმოებელ საწარმოებს პერიოდულად აკონტროლებენ 2019 წლიდან, როდესაც საქართველოში პლასტიკის პარკების წარმოება აიკრძალა.

„ერთი თვის წინ განხორციელებული შემოწმების შედეგად 60-მდე საწარმო გამოვლინდა, რომელიც ისევ და ისევ პოლიეთილენის პარკების წარმოებით იყო დაკავებული. ისინი დაილუქა, ამოღებული იქნა პლასტიკის პარკებიც, რათა მათი რეალიზაცია არ მოხდეს. იმპორტს აკონტროლებს საბაჟო. საწარმოებს ვაკონტროლებთ სამინისტრო, ხოლო დისტრიბუტორები და საცალო ვაჭრობა უნდა გააკონტროლონ მუნიციპალურმა ინსპექციებმა“, – განუცხადა ჟურნალისტებს პავლიაშვილმა.

მისი თქმით, დისტრიბუტორებისა და საცალო ქსელების შემოწმება ჯერ კიდევ პრობლემას წარმოადგენს.
„ყველა თავის პასუხისმგებლობას იღებს, საბაჟო მუშაობს, სუსტი წერტილი მუნიციპალური ინსპექციებია. ამიტომ მუნიციპალიტეტებმა სავაჭრო ქსელებიდან უნდა ამოიღონ პოლიეთილენის პარკები და შეამოწმონ. ამას ვერც სამინისტრო და ვერ საბაჟო ვერ შეამოწმებს“, – განაცხადა პავლიაშვილმა.
2019 წლის აპრილიდან საქართველოში აიკრძალა ნებისმიერი სიმკვრივის ერთჯერადი პოლიეთილენის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია, გარდა ბიოდეგრადირებადი პარკებისა. კანონის ნორმის დარღვევისთვის 500 ლარის ოდენობით ჯარიმაა დაწესებული, ხოლო საქონელი ექვემდებარება კონფისკაციას. განმეორებითი დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 1000 ლარის ოდენობით.
ყველა ახალი ამბავი
0