https://sputnik-georgia.com/20220526/penitenciurma-samsaxurma-saakashviltan-dakavshirebit-axali-gancxadeba-gaaketa-266917316.html
პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ახალი განცხადება გააკეთა
პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ახალი განცხადება გააკეთა
Sputnik საქართველო
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. სამედიცინო მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მსჯავრდებულმა ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა, ამ ეტაპზე არ... 26.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-26T17:45+0400
2022-05-26T17:45+0400
2022-05-26T22:46+0400
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0a/261967923_0:83:3185:1875_1920x0_80_0_0_abebd095bb23084a881653acd9b68b43.jpg
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. სამედიცინო მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მსჯავრდებულმა ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა, ამ ეტაპზე არ გამოვლენილა, ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.გუშინ ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილმა კლინიკა „ვივამედში“, სადაც ამჟამად სამკურნალოდ არის მოთავსებული, გონება დაკარგა.„ჩატარებული კვლევების საფუძველზე გონების დაკარგვის ობიექტური, სამედიცინო მტკიცებულებები ამ ეტაპზე არ იქნა გამოვლენილი, ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა შეფასდა როგორც დამაკმაყოფილებელი. კვლევების შემდგომი გაღრმავება და მკურნალობის კორეგირება მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული“, – ნათქვამია განცხადებაში.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სააკაშვილს სხეულის გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნებოდა, ჰემოდინამიკური და სხვა სასიცოცხლო პარამეტრები (არტერიული წნევა, პულსი, სუნთქვის სიხშირე, სხეულის ტემპერატურა, პულსოქსიმეტრია), შაქრის დონე სისხლში, ეკგ მაჩვენებლები – ნორმის ფარგლებშია.„დამატებით კონსულტირებული იყო ნევროლოგის მიერ, მწვავე ნევროლოგიური პათოლოგია გამოირიცხა“, – აღნიშნულია განცხადებაში.დღის განმავლობაში მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო სტაბილური. ჩაუტარდა გეგმური კვლევებიც და მკურნალი ექიმის ნებართვის საფუძველზე ოთხმა ვიზიტორმა მოინახულა. გრძელდება დაკვირვება დინამიკაში.მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი კლინიკა „ვივამედში“ მკურნალობას 12 მაისიდან გადის. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, რომელიც მან 2021 წლის 1 ოქტომბერს დაპატიმრებისთანავე გამოაცხადა.სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, უკრაინიდან სამშობლოში 2021 წლის 29 სექტემბერს არალეგალურად დაბრუნდა.საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე“ უწოდეს.სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0a/261967923_44:0:2739:2021_1920x0_80_0_0_e87719107119faee52312273ffb8de26.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. სამედიცინო მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მსჯავრდებულმა ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა, ამ ეტაპზე არ გამოვლენილა, ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
გუშინ ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილმა კლინიკა „ვივამედში“, სადაც ამჟამად სამკურნალოდ არის მოთავსებული, გონება დაკარგა.
საკითხის შესწავლის მიზნით სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტი კლინიკას დაუკავშირდა. მიღებული ინფორმაციის თანახმად, 25 მაისს, 01:31 საათზე სააკაშვილთან მორიგე ექიმი გამოიძახეს, რომელსაც მსჯავრდებულმა განუცხადა, რომ გახდა შეუძლოდ – „დაკარგა გონება“.
„ჩატარებული კვლევების საფუძველზე გონების დაკარგვის ობიექტური, სამედიცინო მტკიცებულებები ამ ეტაპზე არ იქნა გამოვლენილი, ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა შეფასდა როგორც დამაკმაყოფილებელი. კვლევების შემდგომი გაღრმავება და მკურნალობის კორეგირება მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სააკაშვილს სხეულის გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნებოდა, ჰემოდინამიკური და სხვა სასიცოცხლო პარამეტრები (არტერიული წნევა, პულსი, სუნთქვის სიხშირე, სხეულის ტემპერატურა, პულსოქსიმეტრია), შაქრის დონე სისხლში, ეკგ მაჩვენებლები – ნორმის ფარგლებშია.
„დამატებით კონსულტირებული იყო ნევროლოგის მიერ, მწვავე ნევროლოგიური პათოლოგია გამოირიცხა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
დღის განმავლობაში მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო სტაბილური. ჩაუტარდა გეგმური კვლევებიც და მკურნალი ექიმის ნებართვის საფუძველზე ოთხმა ვიზიტორმა მოინახულა. გრძელდება დაკვირვება დინამიკაში.
მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი კლინიკა „ვივამედში“ მკურნალობას 12 მაისიდან გადის. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, რომელიც მან 2021 წლის 1 ოქტომბერს დაპატიმრებისთანავე გამოაცხადა.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, უკრაინიდან სამშობლოში 2021 წლის 29 სექტემბერს არალეგალურად დაბრუნდა.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე“ უწოდეს.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.