მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მოლდოვის ექს-პრეზიდენტს ერთი თვით შინაპატიმრობა მიესაჯა

© photo: Sputnik / Grigoriy Sysoevიგორ დოდონი
იგორ დოდონი - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2022
გამოწერა
დოდონი მის საქმეს პოლიტიკურს უწოდებს, რომელიც მის წინააღმდეგ ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის დაკვეთით აღიძრა.
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი იგორ დოდონი, რომელიც სამშობლოს ღალატისა და კორუფციის ბრალდებით დააკავეს, შინაპატიმრობაში 30 დღეს გაატარებს – ხუთშაბათს კიშინიოვის სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა კორუფციასთან ბრძოლის პროკურატურის შუამდგომლობა, იუწყება „Sputnik-მოლდოვა“.
სასამართლოს დარბაზის დატოვების შემდეგ პოლიტიკოსმა რამდენიმე განცხადება გააკეთა:
„მიმაჩნია, რომ ეს პოლიტიკური საქმეა (პრეზიდენტ) მაია სანდუს დაკვეთით. პროკურორების მუშაობას კოორდინაციას უწევს აშშ-ის საელჩო".
„ჩემ საქმეზე 53 პროკურორი მუშაობს – ეს პირველი შემთხვევაა ქვეყნის ისტორიაში“.
„უცნაური და სამარცხვინოა იმის მოსმენა, რომ მე ვუღალატე სამშობლოს, როდესაც ახლა ყველა სახელმწიფო დაწესებულება გაივსო უცხოელი მრჩევლებით <...> სამარცხვინოა იმის მოსმენა, რომ მე ვუღალატე სამშობლოს, მათგან, ვინც აქ ნატოს უხმობს“.
„უკანონო გამდიდრების საქმე აღიძრა ყველას წინააღმდეგ, ვინც ხელისუფლებას არ მოსწონს“. „ამ ყველაფრის პირველი მიზანია მოქალაქეების ყურადღების გადატანა რეალური პრობლემებიდან... მეორე მიზანი – ოპოზიციური ძალების ლიკვიდაციაა... მესამე მიზანია ჩემი ფსიქოლოგიურად გატეხვა, მაგრამ არ დავნებდები“.
დოდონმა თქვა, რომ მის ოჯახზე ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა, თავად კი ამყოფეს საკანში, სადაც განათება მუდმივად იყო ჩართული.
საქმის სახელმწიფო პროკურორმა პეტრუ იარმალიუკმა განაცხადა, რომ პროკურორები აპირებენ გააპროტესტონ სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც ექს-პრეზიდენტ დოდონს შინაპატიმრობა შეუფარდა.
2020 წელს ყოფილმა დეპუტატმა იური რენიტამ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ მიიღო მოლდოვის მაშინდელმა პრეზიდენტმა დოდონმა დემოკრატიული პარტიის ლიდერისგან ვლადიმირ პლახოტნიუკისგან პაკეტი. დეპუტატის თქმით, მასში დიდი ოდენობით თანხა იდო. დაზუსტებულია, რომ შეხვედრა 2019 წლის ივნისში შედგა, რამდენიმე დღის შემდეგ პლახოტნიუკმა მოლდოვა დატოვა.
მაშინ ანტიკორუფციულმა პროკურატურამ დანაშაულის ნიშნები ვერ აღმოაჩინა და 2020 წლის ივნისში დოდონის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარი თქვა. კიშინიოვის სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, მაგრამ სააპელაციო პალატამ გაასაჩივრა.
წყარო - Sputnik-მოლდოვა
ყველა ახალი ამბავი
0