https://sputnik-georgia.com/20220526/krishianu-ronaldo-266906616.html
ჟორჟინა როდრიგესი მშობიარობის შემდეგ პირველად გამოჩნდა - კრიშტიანუს რჩეული ბრწყინავს
ჟორჟინა როდრიგესი მშობიარობის შემდეგ პირველად გამოჩნდა - კრიშტიანუს რჩეული ბრწყინავს
Sputnik საქართველო
ჟორჟინა როდრიგესი მშობიარობის შემდეგ პირველად გამოჩნდა. ის კანის კინოფესტივალზე ფილმ „ელვისის“ ჩვენებაზე მივიდა. 26.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-26T17:30+0400
2022-05-26T17:30+0400
2022-05-26T22:42+0400
ყვითელი ამბები
საზოგადოება
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24085/96/240859697_0:0:3021:1700_1920x0_80_0_0_afcbec5311773abd033e08d261d24117.jpg
ჟორჟინა როდრიგესი მშობიარობის შემდეგ პირველად გამოჩნდა. ის კანის კინოფესტივალზე ფილმ „ელვისის“ ჩვენებაზე მივიდა.28 წლის ვარსკვლავს ვერცხლისფერი კაბა ამშვენებდა, რომელსაც ფეხზე ღრმა ჭრილი ჰქონდა. Ali Karoui Couture-ის კაბას მან მწვანეთვლიანი საყურე და სამაჯური შეუხამა.შეგახსენებთ, გასულ თვეში ჟორჟინასა და კრიშტიანუ რონალდუს ახალშობილი ტყუპი ქალ-ვაჟიდან ბიჭუნა დაეღუპათ.კრიშტიანუ რონალდუს პირადი ცხოვრება ისეთივე პოპულარულია და განხილვის თემაა, როგორც მისი საფეხბურთო კარიერა. პორტუგალიელს ურთიერთობა ბევრ მიმზიდველ ქალბატონთან ჰქონდა, რომელთაგან ყველაზე ცნობილი ირინა შეიკი იყო, თუმცა მისი გულის მოგება საბოლოოდ მხოლოდ ჟორჟინა როდრიგესმა მოახერხა. როგორც ცნობილია, რონალდუს შვილები - კრიშტიანუ ჯუნიორი და ტყუპები მატეო და ევა სუროგატმა დედებმა გაუჩინეს, თუმცა ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, როცა კრიშტიანუს ცხოვრებაში ჟორჟინა გამოჩნდა, რომელთანაც მას უკვე ორი ქალიშვილი აერთიანებს - პატარა ალანა და ახალშობილი ესმერალდა.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24085/96/240859697_46:0:2777:2048_1920x0_80_0_0_3f1d05b2d18d85bbceec7ef277c28ce9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, აშშ
ჟორჟინა როდრიგესი მშობიარობის შემდეგ პირველად გამოჩნდა. ის კანის კინოფესტივალზე ფილმ „ელვისის“ ჩვენებაზე მივიდა.
28 წლის ვარსკვლავს ვერცხლისფერი კაბა ამშვენებდა, რომელსაც ფეხზე ღრმა ჭრილი ჰქონდა. Ali Karoui Couture-ის კაბას მან მწვანეთვლიანი საყურე და სამაჯური შეუხამა.
შეგახსენებთ, გასულ თვეში ჟორჟინასა და კრიშტიანუ რონალდუს ახალშობილი ტყუპი ქალ-ვაჟიდან ბიჭუნა დაეღუპათ.
კრიშტიანუ რონალდუს პირადი ცხოვრება ისეთივე პოპულარულია და განხილვის თემაა, როგორც მისი საფეხბურთო კარიერა. პორტუგალიელს ურთიერთობა ბევრ მიმზიდველ ქალბატონთან ჰქონდა, რომელთაგან ყველაზე ცნობილი ირინა შეიკი იყო, თუმცა მისი გულის მოგება საბოლოოდ მხოლოდ ჟორჟინა როდრიგესმა მოახერხა.
როგორც ცნობილია, რონალდუს შვილები - კრიშტიანუ ჯუნიორი და ტყუპები მატეო და ევა სუროგატმა დედებმა გაუჩინეს, თუმცა ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, როცა კრიშტიანუს ცხოვრებაში ჟორჟინა გამოჩნდა, რომელთანაც მას უკვე ორი ქალიშვილი აერთიანებს - პატარა ალანა და ახალშობილი ესმერალდა.