კასიანოვი: საქართველომ 20 ათასამდე უკრაინელი ლტოლვილი მიიღო

© photo: Sputnik / Stringerთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი  - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2022
გამოწერა
უკრაინული მხარე აფასებს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, დაეხმაროს უკრაინელ ლტოლვილებს.
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. 24 თებერვლიდან საქართველოში უკრაინის თითქმის 20 ათასი მოქალაქე, მათ შორის 5,5 ათასი არასრულწლოვანი შემოვიდა, განაცხადა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა.
უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ბევრ ოჯახს მოუწია სახლ-კარის დატოვება და სამშობლოდან წასვლა. ბოლო პერიოდში, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, უკრაინელები საქართველოშიც ჩამოვიდნენ.

„საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციითა და გაეროს უმაღლეს კომისართან თანამშრომლობით ვახორციელებთ ყველა შესაძლო ღონისძიებას, რათა ჩვენი დროებით გადაადგილებული პირების ძირითადი მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ“, – განაცხადა კასიანოვმა ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, საქართველოში ჩამოსული უკრაინის მოქალაქეთა ნაწილი უკვე დასაქმდა სხვადასხვა სფეროში – მენეჯმენტიდან დაწყებული, სარესტორნო ბიზნესით დამთავრებული.
როგორც კასიანოვმა განაცხადა, უკრაინული მხარე აფასებს საქართველოს მთავრობის სურვილს, გააგრძელოს უკრაინელი ლტოლვილების დახარება. ამ მიზნით საქართველოს ხელისუფლება 7 მლნ დოლარს გამოყოფს.
„ჩვენ ველოდებით, რომ შესაბამისი გადაწყვეტილებები მთავრობის მიერ უახლოეს დროში იქნება მიღებული და არ იქნება პრობლემები უკრაინელი ლტოლვილების საქართველოში განთავსებასთან დაკავშირებით. ჩვენ ამას 2022 წლის 1 ივნისიდან ველოდებით“, – განაცხადა კასიანოვმა.
დიპლომატის თქმით, უკრაინა მადლობელია საქართველოს მთავრობის, კერძოდ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის, რომელმაც თბილისისა და ბათუმის რამდენიმე სკოლაში უკრაინულენოვანი სექტორი გახსნა.
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარები 24 თებერვალს შეიყვანა უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესეს.
ყველა ახალი ამბავი
0