https://sputnik-georgia.com/20220525/yopili-colis-mkvlelobs-cdelobistvis-pirs-patimroba-sheeparda-266893923.html
ყოფილი ცოლის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ პირს პატიმრობა შეეფარდა
ყოფილი ცოლის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ პირს პატიმრობა შეეფარდა
Sputnik საქართველო
მამაკაცმა ყოფილ მეუღლეს დანით ექვსი ჭრილობა მიაყენა. 25.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-25T18:50+0400
2022-05-25T18:50+0400
2022-05-25T22:29+0400
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0e/262058969_0:0:3067:1725_1920x0_80_0_0_7ac2fb7864deadf32b41923664468825.jpg
თბილისი, 25 მაისი — Sputnik. დამამძიმებელ გარემოებაში ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტზე დაკავებულ ლევან ასლანიშვილს პატიმრობა შეეფარდა. ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს.შემთხვევა 23 მაისს თბილისში, მამარდაშვილის ქუჩაზე მოხდა.დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა დანაშაული აღიარა, თუმცა აღნიშნა, რომ მას ყოფილ მეუღლეზე თავდასხმისთვის მოტივი ჰქონდა.როგორც ბრალდებულმა განაცხადა, თუ მისი სიტყვები არ დადასტურდება, იგი უვადო პატიმრობისთვის მზადაა.თავის მხრივ, პროკურორმა ნაზი მირიანაშვილმა პროცესზე აღნიშნა, რომ დაკავებული ძალადობრივ ქმედებებში არაერთხელაა შემჩნეული და ის ბრალდებულია ოჯახური ძალადობის ორ ეპიზოდზე. პროკურორის თქმით, ასლანიშვილი მეუღლეზე სისტემატურად ძალადობდა.ქალის ადვოკატის ელისო რუხაძის თქმით, სისხლიანი ანგარიშსწორების მომსწრე გახდა 11 წლის შვილი. არასრულწლოვანი დედის დაცვას შეეცადა და მას გადაეფარა, რა დროსაც მიღებული შოკისგან გონება დაკარგა.დღევანდელ პროცესზე გაირკვა, რომ დაზარალებული თამარ ჭეიშვილი შშმ პირია, ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები აქვს მის არასრულწლოვან შვილსაც. მას დანით მრავლობითი ჭრილობები აქვს მიყენებული და ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.ბრალდების მხარე ასლანიშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა. პროკურორის განცხადებით, არსებობს მიმალვის, დანაშაულის ხელახლა ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. დაცვის მხარემ მისი 15 ათასი ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლე ჯემალ კოპალიანმა სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა.გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) და 11 პრიმა 381 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა) მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0e/262058969_281:0:3012:2048_1920x0_80_0_0_9eb1a1d84dcaa402a603de00eaf2f519.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ყოფილი ცოლის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ პირს პატიმრობა შეეფარდა
18:50 25.05.2022 (განახლებულია: 22:29 25.05.2022) მამაკაცმა ყოფილ მეუღლეს დანით ექვსი ჭრილობა მიაყენა.
თბილისი, 25 მაისი — Sputnik. დამამძიმებელ გარემოებაში ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტზე დაკავებულ ლევან ასლანიშვილს პატიმრობა შეეფარდა. ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს.
შემთხვევა 23 მაისს თბილისში, მამარდაშვილის ქუჩაზე მოხდა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა დანაშაული აღიარა, თუმცა აღნიშნა, რომ მას ყოფილ მეუღლეზე თავდასხმისთვის მოტივი ჰქონდა.
„რამდენიმე წლის წინ მას (მეუღლეს) ელექტრონული ფოსტა გავუტეხე და იქიდან მის ფეისბუქ-გვერდზე გადავედი. აღმოვაჩინე, რომ მას 50 მამაკაცთან უხამსი და უცენზურო მიმოწერა ჰქონდა“, – განაცხადა ასლანიშვილმა პროცესზე.
როგორც ბრალდებულმა განაცხადა, თუ მისი სიტყვები არ დადასტურდება, იგი უვადო პატიმრობისთვის მზადაა.
თავის მხრივ, პროკურორმა ნაზი მირიანაშვილმა პროცესზე აღნიშნა, რომ დაკავებული ძალადობრივ ქმედებებში არაერთხელაა შემჩნეული და ის ბრალდებულია ოჯახური ძალადობის ორ ეპიზოდზე. პროკურორის თქმით, ასლანიშვილი მეუღლეზე სისტემატურად ძალადობდა.
ქალის ადვოკატის ელისო რუხაძის თქმით, სისხლიანი ანგარიშსწორების მომსწრე გახდა 11 წლის შვილი. არასრულწლოვანი დედის დაცვას შეეცადა და მას გადაეფარა, რა დროსაც მიღებული შოკისგან გონება დაკარგა.
„ბავშვის ჩვენებები მძიმეა“, – განაცხადა რუხაძემ.
დღევანდელ პროცესზე გაირკვა, რომ დაზარალებული თამარ ჭეიშვილი შშმ პირია, ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები აქვს მის არასრულწლოვან შვილსაც. მას დანით მრავლობითი ჭრილობები აქვს მიყენებული და ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
ბრალდების მხარე ასლანიშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა. პროკურორის განცხადებით, არსებობს მიმალვის, დანაშაულის ხელახლა ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. დაცვის მხარემ მისი 15 ათასი ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლე ჯემალ კოპალიანმა სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) და 11 პრიმა 381 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა) მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.