ვინ დაიკავებს ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს?

© Government of Georgiaქალაქი ჩხოროწყუ
ქალაქი ჩხოროწყუ - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2022
გამოწერა
ჩხოროწყუს საკრებულო იმ სათათბირო ორგანოების რიცხვშია, სადაც ადგილების უმრავლესობა ოპოზიციის წარმომადგენლებს აქვთ მოპოვებული.
თბილისი, 25 მაისი — Sputnik. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს რამაზ თოლორდავას, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პროპორციულ სიაში რიგითობით მომდევნო პირი ჩაანაცვლებს.
გავრცელებული ინფორმაციით, 45 წლის თოლორდავას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
რამაზ თოლორდავა, რომელიც 2021 წლის დეკემბრის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოზიციას იკავებდა, საკრებულოში პროპორციული წესით იყო არჩეული „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიით.
ჩხოროწყუს საკრებულო იმ სათათბირო ორგანოების რიცხვშია, სადაც ადგილების უმრავლესობა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა მოიპოვა. საკრებულოს თავმჯდომარე ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ წევრი შოთა წურწუმია გახდა.
ჩხოროწყუს საკრებულო შედგება 27 დეპუტატისგან, მათგან 15 ოპოზიციის წარმომადგენელია (7 დეპუტატი აირჩიეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, 7 – პარტიიდან „საქართველოსთვის“ და ერთი – „ლელოდან“).
ყველა ახალი ამბავი
0