https://sputnik-georgia.com/20220525/tbilisidan-batumsi-casvlas-3-saati-da-40-wuti-daswirdeba-266898759.html
თბილისიდან ბათუმში ჩასვლის დრო საათნახევრით შემცირდება
თბილისიდან ბათუმში ჩასვლის დრო საათნახევრით შემცირდება
Sputnik საქართველო
წელს დასრულდება სამტრედია-გრიგოლეთის გზატკეცილის ორი მონაკვეთის მშენებლობა
2022-05-25T21:23+0400
2022-05-25T21:23+0400
2022-05-25T23:07+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტრანსპორტი საქართველოში
ვითარება გზებზე
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/16/249048545_0:156:3001:1844_1920x0_80_0_0_03fa9c875336f08a21256ff9cec672bf.jpg
თბილისი, 25 მაისი – Sputnik. აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის რამდენიმე მონაკვეთის მშენებლობის დასრულების შემდეგ თბილისიდან ბათუმამდე გადაადგილების დრო 3 საათსა და 40 წუთამდე შემცირდება. ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.ამჟამად თბილისიდან ბათუმში ჩასვლას დაახლოებით 5 საათი სჭირდება.ქარსელაძის თქმით, წელს დაგეგმილია სამტრედია–გრიგოლეთის 21 კმ საერთო სიგრძის პირველი და მეოთხე მონაკვეთების დასრულება.სამტრედია–გრიგოლეთის 51,1 კილომეტრიანი გზის მშენებლობა აღმოსავლეთი–დასავლეთის სატრანზიტო ჩქაროსნული მაგისტრალის მოდერნიზაციის ფარგლებში მიმდინარეობს. ახალი გზა აღნიშნულ მონაკვეთზე გზის სიგრძეს 45%-ით შეამცირებს.დასრულების შემდეგ გრიგოლეთის შემოვლითი გზა ქობულეთის შემოვლით გზას დაუკავშირდება და სატრანსპორტო ნაკადი გრიგოლეთიდან ქობულეთის მიმართულებით ჩქაროსნული ავტომაგისტრალით იმოძრავებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/16/249048545_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_f666ce07852dabb83634c41c60c85c25.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი ბათუმი ჩასვლა 3 საათი 40 წუთი
თბილისი ბათუმი ჩასვლა 3 საათი 40 წუთი
თბილისიდან ბათუმში ჩასვლის დრო საათნახევრით შემცირდება
21:23 25.05.2022 (განახლებულია: 23:07 25.05.2022) წელს დასრულდება სამტრედია–გრიგოლეთის გზატკეცილის ორი მონაკვეთის მშენებლობა.
თბილისი, 25 მაისი – Sputnik. აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის რამდენიმე მონაკვეთის მშენებლობის დასრულების შემდეგ თბილისიდან ბათუმამდე გადაადგილების დრო 3 საათსა და 40 წუთამდე შემცირდება. ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.
აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.
„2022 წელს დაგეგმილი საგზაო მონაკვეთების გახსნის შედეგად თბილისიდან ბათუმამდე გადაადგილების დრო კიდევ უფრო შემცირდება და მგზავრობას მხოლოდ 3 საათსა და 40 წუთს მოვანდომებთ“, – აღნიშნა ქარსელაძემ.
ამჟამად თბილისიდან ბათუმში ჩასვლას დაახლოებით 5 საათი სჭირდება.
ქარსელაძის თქმით, წელს დაგეგმილია სამტრედია–გრიგოლეთის 21 კმ საერთო სიგრძის პირველი და მეოთხე მონაკვეთების დასრულება.
სამტრედია–გრიგოლეთის 51,1 კილომეტრიანი გზის მშენებლობა აღმოსავლეთი–დასავლეთის სატრანზიტო ჩქაროსნული მაგისტრალის მოდერნიზაციის ფარგლებში მიმდინარეობს. ახალი გზა აღნიშნულ მონაკვეთზე გზის სიგრძეს 45%-ით შეამცირებს.
დასრულების შემდეგ გრიგოლეთის შემოვლითი გზა ქობულეთის შემოვლით გზას დაუკავშირდება და სატრანსპორტო ნაკადი გრიგოლეთიდან ქობულეთის მიმართულებით ჩქაროსნული ავტომაგისტრალით იმოძრავებს.