https://sputnik-georgia.com/20220525/tamar-gabunia-janmos-asambleaze-komitetis-vice-prezidentad-aircies-266901111.html
თამარ გაბუნია ჯანმოს ასამბლეაზე ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
თამარ გაბუნია ჯანმოს ასამბლეაზე ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
Sputnik საქართველო
წლევანდელი ჯანდაცვის ასამბლეის თემაა „ჯანმრთელობა მშვიდობისთვის, მშვიდობა ჯანმრთელობისთვის“.
2022-05-25T22:48+0400
2022-05-25T22:48+0400
2022-05-25T23:24+0400
ახალი ამბები
საქართველო
ჯანმო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/15/250670792_0:17:1080:625_1920x0_80_0_0_55b3d4e19147186fc0c456ab1cfdcde7.jpg
თბილისი, 25 მაისი – Sputnik. ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია ჟენევაში მიმდინარე მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეაზე „ა“ კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.აღნიშნული კომიტეტი ასამბლეაზე წარდგენილ ანგარიშებსა და რეზოლუციებს განიხილავს და ამტკიცებს. მის შემადგენლობაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი ყველა ქვეყანა შედის (194 სახელმწიფო - რედ.).ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რიგით 75-ე ასამბლეა 22 მაისს გაიხსნა და მასზე სიტყვით საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილიც გამოვიდა. წლევანდელი ჯანდაცვის ასამბლეის თემაა „ჯანმრთელობა მშვიდობისთვის, მშვიდობა ჯანმრთელობისთვის“.კვირის ბოლომდე დელეგატები, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები, პარტნიორი ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები საზოგადოებრივი ჯანდაცვის გლობალური საკითხების მიმდინარე და სამომავლო პრიორიტეტებს განიხილავენ.წყარო - ტელეკომპანია „იმედი“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/15/250670792_112:0:968:642_1920x0_80_0_0_f6f86dad1ec3f996cd7152c65dbd0cf4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თამარ გაბუნია ჯანმო ასამბლეა კომიტეტი ვიცე-პრეზიდენტი
თამარ გაბუნია ჯანმო ასამბლეა კომიტეტი ვიცე-პრეზიდენტი
თამარ გაბუნია ჯანმოს ასამბლეაზე ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
22:48 25.05.2022 (განახლებულია: 23:24 25.05.2022) წლევანდელი ჯანდაცვის ასამბლეის თემაა „ჯანმრთელობა მშვიდობისთვის, მშვიდობა ჯანმრთელობისთვის“.
თბილისი, 25 მაისი – Sputnik. ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია ჟენევაში მიმდინარე მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეაზე „ა“ კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
აღნიშნული კომიტეტი ასამბლეაზე წარდგენილ ანგარიშებსა და რეზოლუციებს განიხილავს და ამტკიცებს. მის შემადგენლობაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი ყველა ქვეყანა შედის (194 სახელმწიფო - რედ.).
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რიგით 75-ე ასამბლეა 22 მაისს გაიხსნა და მასზე სიტყვით საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილიც გამოვიდა. წლევანდელი ჯანდაცვის ასამბლეის თემაა „ჯანმრთელობა მშვიდობისთვის, მშვიდობა ჯანმრთელობისთვის“.
კვირის ბოლომდე დელეგატები, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები, პარტნიორი ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები საზოგადოებრივი ჯანდაცვის გლობალური საკითხების მიმდინარე და სამომავლო პრიორიტეტებს განიხილავენ.