შანიძის ქუჩაზე ერთი პირი დაჭრეს

© photo: Sputnik / Stringerსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2022
გამოწერა
დაშავებულს კლინიკაში სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
თბილისი, 25 მაისი — Sputnik. თბილისის ცენტრში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა, იუწყება „პირველი არხი“.
შემთხვევა შანიძის ქუჩაზე გუშინ, გვიან საღამოს მოხდა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი მამაკაცი ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.
ექიმების თქმით, დაშავებულს ჭრილობა ზურგის არეში აქვს მიყენებული და მისი მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილურია. იგი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
გავრცელებული ინფორმაციით, შანიძის ქუჩაზე რამდენიმე გასროლა მოხდა.
მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.
ყველა ახალი ამბავი
0