https://sputnik-georgia.com/20220525/saqartvelo-da-somxeti-mediisa-da-mediawignierebis-sferosi-itanamsromleben-266896530.html
საქართველო და სომხეთი მედიისა და მედიაწიგნიერების სფეროში ითანამშრომლებენ
საქართველო და სომხეთი მედიისა და მედიაწიგნიერების სფეროში ითანამშრომლებენ
Sputnik საქართველო
სომხეთის კომისიის ხელმძღვანელობა თბილისში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება
2022-05-25T20:39+0400
2022-05-25T20:39+0400
2022-05-25T22:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
სომხეთი
თანამედროვე ტექნოლოგიები
კავკასია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/19/266893074_67:197:850:637_1920x0_80_0_0_cddb4a10cc1836f0446113e179d9aa98.jpg
თბილისი, 25 მაისი – Sputnik. საქართველოს კომუნიკაციების კომისიასა და სომხეთის ტელევიზიისა და რადიოს კომისიას შორის მედიისა და მედიაწიგნიერების მიმართულებით თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა.სომხეთის კომისიის ხელმძღვანელობა თბილისში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება.დოკუმენტს ხელი კომუნიკაციების კომისიის წევრმა ვახტანგ აბაშიძემ და სომხეთის რესპუბლიკის ტელევიზიისა და რადიოს კომისიის თავმჯდომარემ ტიგრან ჰაკობიანმა მოაწერეს.მხარეები ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურების შესახებ დირექტივის ფარგლებში არსებული კანონისა და რეგულაციების მიხედვით კოორდინაციაზე შეთანხმდნენ.საქართველოს კომისიის წარმომადგენლებმა კოლეგებს აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურების რეგულირებისა და მედიაწიგნიერების მიმართულებით კომუნიკაციების კომისიის პროექტები, საქმიანობა და გეგმები გააცნეს.შეხვედრის ფარგლებში ჰაკობიანი ასევე საზოგადოებრივ მაუწყებელს ეწვია და ტელეარხის საქმიანობას გაეცნო.წყარო - კომუნიკაციების კომისია
საქართველო
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/19/266893074_0:240:530:637_1920x0_80_0_0_2124617e22fbc986702b0045bb96dec8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო სომხეთი მედია მედიაწიგნიერება სფერო თანამშრომლობა შეთანხმება
საქართველო სომხეთი მედია მედიაწიგნიერება სფერო თანამშრომლობა შეთანხმება
საქართველო და სომხეთი მედიისა და მედიაწიგნიერების სფეროში ითანამშრომლებენ
20:39 25.05.2022 (განახლებულია: 22:48 25.05.2022) სომხეთის კომისიის ხელმძღვანელობა თბილისში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
თბილისი, 25 მაისი – Sputnik. საქართველოს კომუნიკაციების კომისიასა და სომხეთის ტელევიზიისა და რადიოს კომისიას შორის მედიისა და მედიაწიგნიერების მიმართულებით თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა.
სომხეთის კომისიის ხელმძღვანელობა თბილისში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
ორი ქვეყნის მარეგულირებლები მაუწყებლობის რეგულირების სფეროსა და მედიაწიგნიერების მიმართულებით ორმხრივ შეხვედრებზე, კონსულტაციებზე, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებაზე, ასევე ექსპერტულ დახმარებაზე შეთანხმდნენ და სამომავლო თანამშრომლობა დაგეგმეს.
დოკუმენტს ხელი კომუნიკაციების კომისიის წევრმა ვახტანგ აბაშიძემ და სომხეთის რესპუბლიკის ტელევიზიისა და რადიოს კომისიის თავმჯდომარემ ტიგრან ჰაკობიანმა მოაწერეს.
მხარეები ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურების შესახებ დირექტივის ფარგლებში არსებული კანონისა და რეგულაციების მიხედვით კოორდინაციაზე შეთანხმდნენ.
საქართველოს კომისიის წარმომადგენლებმა კოლეგებს აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურების რეგულირებისა და მედიაწიგნიერების მიმართულებით კომუნიკაციების კომისიის პროექტები, საქმიანობა და გეგმები გააცნეს.
შეხვედრის ფარგლებში ჰაკობიანი ასევე საზოგადოებრივ მაუწყებელს ეწვია და ტელეარხის საქმიანობას გაეცნო.